შეგახსენებთ, 6 დღის წინ ინგლისელებმა უმცროს ბორჯღალოსნებს ბოლო შედეგიანი შეტევით 24:17 მოუგეს და საქართველოს 20-წლამდელთა რეზერვთანაც იგივე განმეორდა. რუსთავში გამართული ეს შეხვედრა ბევრი რამით გავდა 2013 წელს საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებს შორის ასევე რუსთავში გამართული მატჩით, განსაკუთრებით კი, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით.
1999/2000 წლებში დაბადებულმა ქართველებმა ერთი წლით უფროს მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს, დრამატულ
„ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის, რომ არა გამოცდილებისა და შეთამაშების ნაკლებობა, ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. რაღაც ეპიზოდებში ვიჩქარეთ, არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და ეს შედეგზე აისახა. მთლიანობაში, დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. მან ბევრი დადებითი მომენტი დაგვანახა, ასევე ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ“.
კარგი დასაწყისი
პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა. ანგარიში მე-6 წუთზე ბექა აბულაშვილმა ჯარიმით გახსნა, რასაც ინგილისელების ხანგრძლივი იერიშები მოყვა, თუმცა ქართველთა დაცვა შეუვალად იდგა. ტაიმის შუაში უმცროსი ბორჯღალოსნების რეზერვმა ბურთზე კონტროლი დაამაყარა და პირველივე გააზრებული შეტევა ლელოთი დაასრულა.
კარგად გათამაშებული კომბინაციის შედეგად ხაზი ორჯერ გაიჭრა, მარჯვენა ფრთაზე ზურაბ ქავთარაძე გაიქცა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა - 8:0. რადგან მასპინძელთა დაცვა გაუვალი იყო, ტაიმის ბოლოს ინგლისელებმა ჯარიმა კარში ორჯერ დაარტყეს, ერთი გაიტანეს და ტაიმი 8:3 დასრულდა. შესვენებამდე მსაჯმა გაასინბინა ჩვენი ფლანკერი ბექა ყორიაული.
მეორე ტაიმის მე-9 წუთზე სტუმრებმა არეკნით სხვაობა კიდევ უფრო შეამცირეს, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მალევე უპასუხეს და თავი ამჯერადა რუსთავის ‘ხარების’ ფრთამ, ქავთარაძემ გამოიჩინა. მგეზავმა რეზი ხარაზიშვილმა შენიშნა, რომ ინგლისელებს ხაზი ამოწეული ჰქონდათ, ბურთი ცარიელ ზონაში გადაკიდა და ლელოში მას ქავთარაძე დაეწია, აბულაშვილმა კი გარდასახა - 15:6.
ინგლისელებმა ჯარიმით სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირეს, მერე კობა კოლოტაური პროვოკაციაზე წამოიკიდეს და მოედანზე ორივე გუნდი 14-14 კაცით დარჩა. შექმნილი სივრცეებით მეტოქემ კარგად ისარგებლა და 72-ე და 74-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთი გარდასახა. მასპინძლებმა საკუთარი დერეფანი ორჯერ წააგეს, მაგრამ არ გატყდნენ, მესამე ჯერზე ყველაფერი სუფთად შეასრულეს და სტუმრებმა ლელოსგან თავის დასაღწევად ის წესების დარღვევით ჩააქციეს. შედეგად, საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და 22:21.
გამარჯვებამდე ბოლო შეტევის მოგერიება რჩებოდა, თითქოს მეტოქეს ბურთი წინ დაუვარდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ჰაერში თამაში დააფიქსირა, რითაც სტუმრებს მატჩის მოგების შანსი გაუჩნდათ და ზუსტი დარტყმის შემდეგ მეორე გამარჯვებითაც გაიხარეს - 22:24.
რუსთავი. 1000 მაყურებელი
განვითარებადი საქართველოს U20 - ინგლისის საგრაფოები U20 22:24
შემადგენლობა: 15. გიორგი მიქანაძე, 14. ბექა აბულაშვილი, 13. გოჩა ჩანადირი, 12. გიორგი ასათიანი, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. რეზი ხარაზიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე; 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა ჭელიძე, 4. საბა ჯღარკავა, 5. იაგო გელაძე, 6. ბექა ყორიაული, 7. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 8. იოანე იაშაღაშვილი.
მარქაფა: 16. ლუკა კობერიძე, 17. გიორგი დიასამიძე, 18. გეგი მაისურაძე, 19. ლექსო მუჩიაშვილი, 20. ნიკა თეზელაშვილი, 21. კობა კოლოტაური, 22. საბა ხურცილავა, 23. სანდრო მარგიანი, 24. გიორგი ჭედია, 25. სანდრო მარგველაშვილი.
3 ლელო: ქავთარაძე (2), საჯარიმო
1 გარდასახვა: აბულაშვილი
1 ჯარიმა: აბულაშვილი
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით