მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 27:33 დამარცხდა.

მეტოქის მე-10 წუთზე გატანილ ლელოს 3 წუთში ლაშა ლომიძემ ლელოთი უპასუხა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა და 10:5 დავწინაურდით. ტაიმის მიწურულს დემე თაფლაძემ აფრიკელთა გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუა შეფრინდა, აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო და ტაიმი 5-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმშიც იბრძოლეს და მატჩის მოგების შანსს ბოლო წამამდე ინარჩუნებდნენ. ლუკა დვალიშვილის ლელოსა და თედო აბჟანდაძის გარდასახვის შემდეგ, 72-ე წუთზე სხვაობა 6 ქულამდე დავიდა,
თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა და საქართველომ სამხრეთ აფრიკასთან ბონუს-ქულა მოიპოვა!
მკითხველის კომენტარები / 2 /
საამაყო ბიჭები არიან!!!
ვინც თამაში ნახა, მიხვდება, რა დიდი პოტენციალის და ტალანტის ბიჭები მოდიან.
მადლობა თქვენ და წარმატებები მომდევნო თამაშებში !
გულშემატკივრებს თქვენი გვჯერა და გვეამაყება!!!
giorgi
01:12 31-05-2018
1
ვაღიაროთ, რომ ქურციკებმა ძალიან ცუდად ითამაშეს, რაც ბრწყინვალედ გამოიყენეს ჩვენმა ბიჭებმა და რომ არა ორი ფატალური შეცდომა, გამარჯვება ჩვენი იქნებოდა. ყოჩაღ ბიჭებს, მეტი ინდივიდუალიზმი და კლასი გამოაჩინეს ვიდრე ველოდით. იმედია მომდევნო ორ თამაშში უკეთესად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს. ყოჩაღ ბიჭებო!!!
ქომაგი
09:40 31-05-2018
1