ლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

AutoSharing Option
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ამ ტურნირზე - ასე შეაფასა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მორაგბე ლაშა ჯაიანმა იაპონიასთან მატჩი.

ახალგაზრდა სპორტსმენი დარწმუნებულია, რომ ზედიზედ მეოთხედ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის ბევრს ნიშნავს.

"ეს ძალიან რთული თამაში იყო. იაპონელებმა დიდებულად ითამაშეს და პატივისცემას იმსახურებენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში არასდროს მოგვიგია. სასიამოვნოა, რომ შემდეგ მსოფლიო პირველობაზეც თამაში გავინაღდეთ.

ეს ზედიზედ მეოთხედ ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს", - აღნიშნა ჯაიანმა.

alt"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

altგელა

აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბოღმავ გამოდი, გიცანით ☺☺☺☺. ვულოცავ პტარა ლომებს. მადლობა გუშინდელი თამაშისთვის.
გიორგი
13 ივნისი 2018 14:34
1
მაგარი ბიჭები ხართ!თქვენ გენაცვალეთ გულში,სულში და ჯიგარში! დიდი, ბრდღვიალა მზის გამონათება ხართ!კი გვანერვიულეთ, მაგრამ იმდენი სიხარული და სიამაყე ვიგრძენი, 1981 წლის 13 მაისს რომ მქონდა! თქვენი დიდი ძმებიც კი გვანებივრებენ გამარჯვებებითა და უზომო სიხარულით, მაგრამ თქვენ ხვალინდელი დღე დაგვანახეთ, გაუტეხელი ,ვაჟკაცი,მებრძოლი სული და გამარჯვების ჟინი,დიდი გული და თავდადება,მადლობა ბიჭებო,დიდი მადლობა!!!!ღმერთი თქვენსკენ!
tazo
13 ივნისი 2018 14:26
1
არ გეწყინოთ მაგრამ, არც ისე ბევრს ნიშნავს
ქართველი ხალხი
13 ივნისი 2018 12:44
20
უნამუსო ხარ. ეგ კომენტარი რა დასაწერი იყო? რამ გაგაბოროტა? ვისთვისაც ბევრს ნიშნავს ეს გამარჯვება,გაგვატარეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ამ სიხარულის მონიჭებისთვის.
Rugby
13 ივნისი 2018 14:20
1
ბოღმა რომ იქნები ადამიანი, ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს შეეშვი..
b-52
13 ივნისი 2018 13:16
1