უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, 24 ნოემბერს მეორე საკონტროლო, სასელექციო მატჩს გამართავენ.

შეხვედრა რუსთავის რაგბის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება და ჩვენი გუნდის მეტოქე რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება.

ამ გუნდებს შორის პირველი საკონტროლო მატჩი 19 ნოემბერს გაიმართა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს, ექვსი გარდასახეს და 52:12 იმარჯვეს. მას შემდეგ მწვრთნელებმა შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისეს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალ მოთამაშეებს მისცეს.

რადგან შეხვედრა სელექციას ემსახურება, განაცხადში 26 მორაგბეა და ცვლილებები შეუზღუდავი იქნება. უმცროსი ბორჯღალოსნები ასეთი
შემადგენლობით ითამაშებენ:

ხაზი: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ნიკოლოზ წივწივაძე (აია), 13. ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), 12. გიორგი ჭედია (არმაზი), 11. არჩილ ღონღაძე (აია), 10. დავით გობეჯიშვილი (აია), 9. ზვიად ორმოცაძე (აია);

შერკინება:
1. გიორგი მურუსიძე (არმაზი), 2. სოსო ჭყოიძე (ლელო-სარასენსი), 3. ვახო ჯინჭარაძე (ჯიქი), 4. პაატა ზედაშიძე (აკადემია), 5. ლუკა გელაშვილი (ხარები), 6. რატი ჟორჟოლიანი (ლელო-სარასენსი), 7. კობა კოლოტაური (ლელო-სარასენსი), 8. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი).

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე (ბათუმი), 17. გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი), 18. ლექსო მუჩიაშვილი (ვეფხვები), 19. ლუკა გელაშვილი (არმია), 20. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. საბა ჯღარკავა (ლელო-სარასენსი), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 25. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 26. ოთარ ძაგნიძე (აია).

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ ვუყურებ ვერსად?
სერგო
14:10 24-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.