უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან დღეს მესამე (2019 წლის პირველი) შეკრება ბოლნისის ‘ყოჩებთან’ საკონტროლო მატჩით დაასრულეს.
მსოფლიო რაგბის რანგით მეორე დონის ტურნირს (კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ) წელს არგენტინა, 4-იდან 22 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში საქართველო ზედიზედ მეოთხე წელია მონაწილეობს. პირველ ორ ჩემპიონატში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხე მატჩები მოიგეს (2016 წელს იტალიასთან, 2017 წელს არგენტინასთან), შარშან კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს - ირლანდიას (24:20), იაპონიას (24:22) და შოტლანდიას (39:31). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები იყო პირველი და
დღემდე რჩება ერთადერთ გუნდად, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში აღზევების შემდეგ, უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.
შეკრება გაფართოებული შემადგენლობით
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით, უმცროსი ბორჯღალოსნები მოსამზადებელი ეტაპის მესამე, 2019 წლის პირველ, 10-დღიან შეკრებაზე 9 იანვარს, გაფართოებული შემადგენლობით შევიდნენ და ორი საკონტროლო თამაში გამართეს - დიდი 10-ის ბინადარ პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ და პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ ბოლნისის ‘ყოჩებთან’.
„სასელექციო პროცესის ჩათვლით, ეს იყო ჩვენი მესამე შეკრება, რომელზეც 50 მორაგბე გვყავდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ტრავმირებული მორაგბეებიც, რომლებიც სარეაბილიტაციო პროცესს ნაკრების ექიმების მეთალყურეობის ქვეშ გადიოდნენ. შეკრებაზე ფიზმომზადებასა და სათამაშო ელემენტების დახვეწას ყურადღება თანაბრად მიექცა. გვქონდა ორი საკონტროლო მატჩი, რომლის დროსაც გვსურდა გვენახა, როგორ იმუშავებდა ჩვენი სათამაშო სქემები პირველი ორი თამაშის შემდეგ (რომლებშიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ორჯერ დაამარცხა) და რამდენად მოვახერხეთ შეცდომების გამოსწორება“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე, რომელსაც შარშანდელის შემდეგ, ფაქტობრივად ახალი გუნდის შენება უწევს:
„ფაქტობრივად ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ. შარშანდელის შემდეგ შერკინების მოთამაშეების 90% შეცვლილია და მნიშვნელოვანია, რომ მათ ახალი სისტემები აითვისონ და თავდაჯერებულობა შეიძინონ. ამ ორ თამაშში აქცენტი კონტაქტურ მხარეზე კეთდებოდა და იყო დადებითი მომენტები, თუმცა სამუშაო ჯერ ძალიან ბევრია და ბევრი კომპონენტი გვაქვს გამოსასწორებელი“.
ახლა უმცროსი ბორჯღალოსნები დაისვენებენ და კვირაში სამჯერ ივარჯიშებენ. იგეგმება საკონტროლო მატჩის გამართვა 18-წლამდელთა ნაკრებთან, თებერვლის ბოლოს კი, გუნდი მეოთხე შეკრებაზე შევა, რომლის ფარგლებში 6 და 10 მარტს თბილისში საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით