20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან თებერვლის ბოლოს გასამართი ორმატჩიანი სერიისთვის ემზადებიან.

ჩვენი გუნდი, რომელიც ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, "უმცროს ქურციკებს" 23 თებერვალს "ავჭალაზე" 16 საათზე, ხოლო 28 თებერვალს "ლელო არენაზე" 15 საათზე ერკინება. მეტოქე საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ მომავალი თამაშებისთვის 46 მოთამაშეს უხმო. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-სერია ისე დაიგეგმა, რომ შეკრებაზე ლეგიონერებმაც შეძლეს ჩამოსვლა, რაც მწვრთნელებისთვის დიდი ფუფუნებაა.

45 მორაგბიდან 25 მორკინალი და 21 ხაზის მოთამაშეა. მათგან 17 ლეგიონერია (16 მორკინალი, 1 ხაზი) – 15
ფრანგულ კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო კი ინგლისსა (იფსვიჩი) და იტალიას (ვალო).

ლადო კილასონია მომავალი მეტოქის შესახებ ამბობს:

“სამხრეთ აფრიკის ნაკრები ძალიან ფიზიკური გუნდია, გამოირჩევა აგრესიული და უსწრაფესი დაცვით. ყოველთვის კარგია, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდს ეთამაშები, რადგან ის გაჩვენებს სრულს სურათს. ეს შეხვედრები ძირითადად სასელექციო პროცესს დაეთმობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სათამაშო სტრუქტურასა და ტაქტიკურ მონახაზზე. გვექნება ანალიზის შესაძლებლობა და შევეცდებით, მოთამაშეებთან ერთად ვიპოვოთ ის სათამაშო სტილი, რომელიც ჩემპიონატზე წარმატებას მოგვიტანს”.

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან ორმატჩიანი სერიისთვის

შერკინება:
არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), შოთა ხელაძე (ლელო), ირაკლი უსუბიანი (სურენსი), ბექა ნეფარიძე (ხვამლი), ანრი შველიძე (ბრივი), ლუკა კოროხაშვილი (ლელო), გიორგი კაკალიაშვილი (ვალო), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (გრენობლი), ლევან კეპულაძე (ბორდო), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), ანდრო დვალი (პერპინიანი), ლუკა საღინაძე (ლიონი), მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკა აბესაძე (ლელო), გიორგი ხუროშვილი (ლელო), საბა ლაღაძე (აია), ლუკა ნარსია (აია);

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), თემო ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიორგი ჯაში (არმია), გიგი სირბილაძე (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ბორდო), დავით ბარბაქაძე (არმია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა კეშელავა (არმია), გივი სოსელია (ხვამლი), საბა შარვაშიძე (აია), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ანდრია ნიქაბაძე (წიქარა), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), გიორგი ბოლქვაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართულ საგუნდო სახეობებში ყველაზე წარმატებული, პროგრესირებადი, თავდადებული ვაჟკაცებით აღსავსე სახეობა, მაგრამ საზოგადოებისაგან სიყვარულს მოკლებული. ლელობურთი სხვისია? თუ გაპიარებული გასაგიჟებელია ე.ი. ცნობიერებაში ნაპრალია და განათლების სისტემაში საგანგაშო სიტუაციაა. ერთიანობა და საქართველო უპირვილეს ყოვლისა, დაგვტოვებს ქართველებს ქართველებად. ერთად ნაკრებთათ!!!
გიორგი
13:22 18-02-2025
0
“45 მორაგბიდან 25 მორკინალი და 21 ხაზის მოთამაშეა” - ოპოზიციის არითმეტიკა გაქვთ :))))))))))))))))
Porto
09:56 18-02-2025
3