ფრანგები უკვე თბილისში არიან და მომავალი შეხვედრებისთვის აქ ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ მათ შარშანაც ვეთამაშეთ და „მარკუსიზე“ პირველ მატჩში მასპინძლებმა მცირედით იმარჯვეს (24:19), მეორე მატჩში კი მეტოქეს 14:0 ვძლიეთ.
წელს ფრანგები ამხანაგური მატჩების გასამართად თავად გვეწვივნენ. შეხვედრები „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე გაიმართება და 6 მარტს თამაში 16 საათზე, ხოლო 10 მარტს 14 საათზე დაიწყება. მატჩების ტრანსლაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით
მოგაწვდით.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით