U20. სამხრეთ აფრიკასთან "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც წელს არგენტინა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს. გუნდი დასკვნითი შეკრების ფარგლებში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც სამ მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

ისევე, როგორც არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაშიც თამაშები 4-დღიანი ციკლით გაიმართება. 9 აპრილს ჩვენი გუნდი მასპინძელთა, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება; 13 აპრილს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლის, არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს ერკინება; ხოლო ტურნეს 17 აპრილს,
ნამიბიის კაცთა გუნდის, მეორე ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაასრულებს.

რადგან ეს ტურნირი მოსამზადებელი ხასიათისაა და ყველა გუნდის მწვრთნელს სურს, საქმეში რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე იხილოს, განაცხადში 28-28 მორაგბე იქნება. „უმცროს ბოკესთან“ თამაში საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორი კი მარქაფაშია. დამწყებთა შორის ყველაზე მეტი, 5 მოთამაშე "ლელო-სარასენსიდანაა"; სამი მორაგბითაა წარმოდგენილი ქუთაისის "აია", ორით - გორის "ჯიქი", ხოლო თითო-თითო მორაგბე რუსთავის "ხარებიდან", მარნეულის "არმაზიდან" და თბილისის "არმიადანაა".

Sportall.Ge

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთი აფრიკა)
9 აპრილი, 18:00

საქართველო vs უმცროსი ბოკე

საქართველო:
15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. გიგი ლეშკაშელი (აია).

მარქაფა:16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. გეგი მურუსიძე (არმაზი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. მიხეილ ალანია (არმაზი), 22. ირაკლი სიმსივე (აია), 23. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 24. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 25. საბა ჯღარკავა (ლელო), 26. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 27. დავით გობეჯიშვილი (აია), 28. სანდრო მარგიანი (აკადემია).

ისვენებენ:
ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი,), ოთარ ძაგნიძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.