9 აპრილს, სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველ მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მასპინძელ თანატოლებთან 10:58 დამარცხდნენ.
ჩვენი გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება და ამ მხრივ, სამხრეთ აფრიკაში გასამართი სამმატჩიანი, მაღალი დონის შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ უნდა შეეჩვიონ "უმცროსი ბორჯღალოსნები" იმ მაღალ სათამაშო ტემპს, რომელიც მათ ოფიციალურ ტურნირზე ელით.
მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს ჩვენი შეცდომები, უპირატესობა სისწრაფეში და თითო ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს. "უმცროსი ბორჯღალოსნები" დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში და პირველ ტაიმში საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს. შესვენების შემდეგ მათ ბურთზე კონტროლის დამყარებაც
შეძლეს და რამდენჯერმე მეორე ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ სამხრეთაფრიკელებმა წითელ ზოლში თავის დაცვა მოახერხეს.
მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს ჩვენი შეცდომები, უპირატესობა სისწრაფეში და თითო ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს. "უმცროსი ბორჯღალოსნები" დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში და პირველ ტაიმში საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს. შესვენების შემდეგ მათ ბურთზე კონტროლის დამყარებაც
მატჩის დებიუტში ორჯერ დავჯარიმდით და აფრიკელთა მგეზავს ახლოდან დარტყმა გაუცუდდა, ხოლო 40 მეტრიდან ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სამხრეთაფრიკელთა შერკინების შემკვრელის, ფრენკ ჰორნის დრო დადგა, რომელმაც ზედიზედ სამი ლელო გაიტანა, ხოლო მეოთხე მეორე ტაიმში მიითვალა. მან ჯერ თედო აბჟანდაძეს ფეხით თამაშისას დაუფარა და ბურთს ლელომდე მიჰყვა, მერე 5-მეტრიანი შერკინებიდან სწრაფად შეუტია და მცველები ამას მოუმზადებელნი დახვდნენ, ხოლო ტაიმის შუაში, ცენტრში არაზუსტი პასით დავკარგეთ ბურთი და კონტრშეტევაზე ჰორნი ფრთაზე ორ მბოჭავს გაექცა.
მანამდე, მე-14 წუთზე, შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა აბჟანდაძემ სამ ქულად აქცია. მერე თავისუფალის ნაცვლად შერკინება ვირჩიეთ, რომელმაც მეტოქე პირველივე ჯერზე ისე დაჯაბნა, რომ რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩასტვინა და ანგარიში 22:10 გახდა. პასუხად აფრიკელებმა მეორე ჯარიმაც გაიტანეს, ხოლო შესვენების წინ ჯერ მასპინძლებმა დაკარგეს ბურთი და ის გიორგი ახალაძემ აიტაცა, თუმცა ოფლოუდი არაზუსტი იყო. სამხრეთ აფრიკამ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ბოჭვები კვლავ გაცუდდა და ტაიმი 32:10 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ჩვენი შეცდომით დაიწყო, რასაც მეტოქის 5-მეტრიანი შერკინება მოჰყვა და ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ ლელო გავიდა. ამის შემდეგ დაცვაში თამაში გამოსწორდა, ბურთზე კონტროლის დამყარება მოხერხდა და ლელოს გატანის არაერთი შანსი გაჩნდა. ირაკლი სიმსივემ ლელოშიც შეაღწია, თუმცა დამიწებამდე მას ბურთში მცველი ჩაუჯდა. 66-ე წუთზე, მოლის შემდეგ ლელოში ორი ჩვენი მორაგბე ერთდროულად შევიდა, თუმცა მცველმა ამჯერადაც მოახერხა ბურთზე ჩაჯდომა. სამიოდე წუთში ჩვენი მოლი მეტოქემ ზედ ლელოსთან შეაჩერა, იქიდან ლუკა აზარიაშვილმა ბურთი ლელოში გადადო, მაგრამ რეფერიმ ჯარიმა დააფიქსირა.

ამის შემდეგ, დაახლოებით 5-წუთიან ინტერვალში, სამხრეთ აფრიკამ სწრაფი, ხელდახელ შეტევებით სამჯერ შეძლო ხაზის სუფთად გაჭრა და სამი ლელოს გატანა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გაწითლებულ დროზე დერეფნიდან შეუტიეს, ლელოს ხაზი კიდევ ერთხელ გადაკვეთეს, მაგრამ ბურთის დამიწება კვლავ ვერ მოხერხდა და მატჩი მასპინძლებმა 58:10 მოიგეს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაახლოებით ორ თვეში, 8 ივნისს არგენტინაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეთამაშებით. მანამდე კი გრძელდება საერთაშორისო მოსამზადებელი სერია და ჩვენი გუნდი 13 აპრილს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს, ჩვენი დროით 17:15 საათზე შეხვდება. პირველ მატჩში არგენტინელებმა "ნამიბია XV" 64:8 დაამარცხეს.
20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთი აფრიკა)
საქართველო vs უმცროსი ბოკე 10:58
საქართველო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. გიგი ლეშკაშელი (აია).

მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. გეგი მურუსიძე (არმაზი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. მიხეილ ალანია (არმაზი), 22. ირაკლი სიმსივე (აია), 23. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 24. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 25. საბა ჯღარკავა (ლელო), 26. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 27. დავით გობეჯიშვილი (აია), 28. სანდრო მარგიანი (აკადემია).
ისვენებდნენ: ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი,), ოთარ ძაგნიძე (აია).
13 აპრილი
საქართველო vs არგენტინა (17:15 საქ. დრო)
უმცროსი ბოკე vs ნამიბია XV
17 აპრილი
საქართველო vs ნამიბია XV (16:15 საქ. დრო)
უმცროსი ბოკე vs არგენტინა

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით