"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "ნამიბია XV" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოსამზადებელი სერიის მესამე მატჩში "ნამიბია XV"-ს (ნამიბიის კაცთა მეორე ნაკრები) ანგარიშით 24:20 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ორი მატჩი დათმო (სამხრეთ აფრიკასთან, 58-10 და არგენტინასთან 32-26) და ერთი მატჩი მოიგო ("ნამიბია XV"-სთან, 24-20).

უახლოეს დღეებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში დაბრუნდება, რამდენიმე დღეს დაისვენებს და შემდეგ წინასამსოფლიო შეკრებას შეუდგება.

წინ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 4-22 ივნისს არგენტინაში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ღირსეული თაობა ჩვენი ბორჯღალოსნების. კაცების გუნდს მოუგო ასეთი თავდაჯერებით, საამაყოა! ჩვენ თქვენით ვამაყობთ და ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატს.
გიორგი
23:14 17-04-2019
0
ყოჩაღ ბიჭებო ! ერთი, თქვენ თუ გაგვახარებთ - 20 იანები, 18 იანები და ეროვნული. ყველას წარმატებას გისურვებთ! მადლობა გარჯისთვის, შრომისთვის და თავდადებისთვის. წინ კიდევ ბევრი წარმატებაა. გგულშემატკივრობთ...
ზაზა
09:15 18-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.