17 აპრილს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოსამზადებელი სერიის მესამე მატჩში "ნამიბია XV"-ს (ნამიბიის კაცთა მეორე ნაკრები) ანგარიშით 24:20 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ორი მატჩი დათმო (სამხრეთ აფრიკასთან, 58-10 და არგენტინასთან 32-26) და ერთი მატჩი მოიგო ("ნამიბია XV"-სთან, 24-20).
უახლოეს დღეებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში დაბრუნდება, რამდენიმე დღეს დაისვენებს და შემდეგ წინასამსოფლიო შეკრებას შეუდგება.
წინ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 4-22 ივნისს არგენტინაში გაიმართება.