U18. რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს 1 ლელო დავუდეთ, რაც ძალიან სასიხარულოა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთს 10 ლელო დაუდო, 64:10 დაამარცხა, მეტოქე გუნდის მწვრთნელი სერგეი ლისკო კი ნამატჩევს გახარებული იყო.

"ჩვენ გუნდი გვყავს და ბიჭები უბრძოლველად არ დანებდნენ. ცხადია, საქართველო ძლიერი მოწინააღმდეგეა. ეს გუნდი სხვა დონეზე თამაშობს. ქართველებმა ტურნირის წინ მიზნად დაისახეს, არც ერთი ლელო არ მიეღოთ. ჩვენ ამის უფლება არ მივეცით, რაც ასევე ძალიან სასიამოვნოა.

რა თქმა უნდა, როდესაც ლელოებს უშვებ, ემოციურ სტრესს განიცდი. ამ ფაქტმა უარყოფითად იმუშავა, მეტი შეცდომის დაშვება დავიწყეთ. თუმცა, იყო ეპიზოდები, როდესაც ბიჭებმა დავალებას
თავი გაართვეს.

ახლა პორტუგალიას ბრინჯაოს მედლებისთვის უნდა შევებრძოლოთ", - ციტირებს ლისკოს rugger.info.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შოვინისტი რუსები.
ერთი იმას მომასწრო ეგენი ფეხბურთშიც რომ მოვჭიმოთ!
უჰ
Rusebs
23:01 20-04-2019
0
პირველად მესმის წაგება რომ ასე უხაროდეს ადამიანს:):):) ხოდა ძალიანაც კარგი!
ობიექტური აზრი
13:47 19-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ