"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე 2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდებიან.

თამაში “მარკეტა სთედიუმზე” 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება. 1/4-ფინალში ნიდერლანდებმა რუმინეთი 28:12 დაამარცხა, საქართველომ კი გერმანიას 11 უპასუხო ლელო გაუტანა - 67:0.

ამ შეხვედრის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო 15-ში 6 ცვლილება განახორციელა. მგეზავად ამირან ბიწკინაშვილის ნაცვლად თამაშს გიგი სირბილაძე იწყებს, ცენტრში კი დემეტრე დევდარიანის ნაცვლად დავით ბარბაქაძე დაწინაურდა.

მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მოედანზე პირველი წუთებიდან გავა ნიკოლოზ კოროხაშვილი, რომელიც არჩილ ნოზაძეს შეცვლის. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან დავით ბარამიას ამჯერად გიორგი მეფარიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში ძირითადში დაწინაურდნენ ლუკა ნარსია და ლუკა საღინაძე. ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, გიორგი ზაზაძემ და გიორგი არძენაძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

თასის მეორე ნახევარფინალში მასპინძელი ჩეხეთი ესპანეთს ეთამაშება. ფინალი 23 ნოემბერს გაიმართება.

2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი.

19 ნოემბერი. ნახევარფინალი. 19:00 საქ. დრო

საქართველო - ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

Bs
ეს ოღრაშები, 6 ერი, ევროპის ჩემპიონატს არ თამაშობენ, არ ეკადრებათ ბიჭებს თურმე! ერთი ფრანგები თამაშობდნენ ბოლოს და ისინიც დატყდნენ რომ მიჯირყვენეს ჩვენმა ბიჭებმა იმის მერე. ესეც კომერციული ტურნირი ხომ არ არი 6 ერივით? რას ფიქრობენ საერთაშორისო ფედერაციაში? ყველა გაყიდულია და ტვინ გაყინულია?
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
18 წ. | უელსთან 8 ცვლილებით
18 წ. | საფრანგეთისა და ექვსი ერისთვის მზადება გრძელდება
18 წ. | დემეტრე დევდარიანი - ინგლისური გამოცდილებით საფრანგეთთან და ექვსი ერის ფესტივალზე
18 წ. | ზედიზედ მეექვსედ - საქართველო ევროპაში პირველია!
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალზე იტალიასთან, უელსთან და ირლანდიასთან
ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მესამე ნაწილი