მამუკა ბახტაძე მორაგბეებს - თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია

AutoSharing Option
თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის 2019 წლის ჩემპიონ საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა რაგბისა და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა მორაგბეებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ისინი საკუთარი წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებენ.

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის ჩემპიონატზე
ფინალში ესპანეთის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ გენაცვალეთ, გაშლილი სუფრის ნადირებო! -წაქცეული ოჯახები წამოაყენეთ ფეხზე ჟურნალისტებით და მასეთი ზარზეიმით... თორემ გაშლილ სუფრაზე ყველა მაგარია!(( მივიდნენ ეგრევე ბიჭების ნაოფლარზე და ნასისხლარზე და ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებით შეამკეს კიდევ ერთხლე ქართველი ხალხი! ან ერთი ადგილის თამაშს ან ხალხის სახელით მანიპულირებას შეეშვით სანამ ცუდად დაგიმთავრებიათ!(((
ტორინო
12:03 03-05-2019
1