U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მაისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ახალ ზელანდიასთან 13:45 წააგო.

ამ შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და ემოციურად შესრულებული ჰიმნების შემდეგ თამაშიც დაიწყო. მრისხანე მეტოქის პირველი შეტევის მოგერიების შემდეგ ჩვენმა გუნდმა იქით მიიტანა იერიში. თან, საქართველოს ნაკრები მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა და მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი არ გახლდათ ურიგო.

მე-10 წუთზე ახალზელანდიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და სამწუხაროდ, დაშვებულ შეცდომას მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა გარდასახვასთან ერთად. მე-17 წუთზე
ვიზავიმ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და 9 ქულით გაიჭრა წინ.

24-ე წუთზე საქართველოს ნაკრები, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ძალიან ახლოს იყო ლელოსთან, თუმცა მოწინაღმდეგემ თავის დაცვა მოახერხა. 27-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.

36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, ბოლოს დემურ თაფლაძემ ლელოს დადება ვერ შეძლო და პირველი ტაიმი 6:19 წავაგეთ.

მეორე ტაიმი ქართველი მორაგბეების იერიშით, ვახტანგ ჯინჭარაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დასრულდა და ანგარიში 6 ქულამდე შემცირდა. ამის შემდეგ "ბეიბი ბლექსმა" უპირატესობა მოიპოვა და 45:13 გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკასთან 8 ივნისს გამართავს.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
C ჯგუფი
4 ივნისი. I ტური
სამხრეთი აფრიკა - შოტლანდია 43:19 (იხილეთ ვიდეო)

ახალი ზელანდია - საქართველო 45:13
საქართველო: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გივი ცინცაძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია

1. ნიკა ღვალაძე, 2. ლუკა ნიორაძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ვახტანგ ჯინჭარაძე, 5. ლუკა გელაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე, 17. ზაურ თევდორაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. იოანე იაშაღაშვილი, 20. ტატო გვიმრაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. ლაშა ლომიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. ოთარ ლაშხი, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე

1 ლელო: ჯინჭარაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე

altU20. ახალზელანდიელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს ნაკრების შესახებ

altU20. ახალი ზელანდიის მიერ შესრულებული ჰაკა საქართველოსთან მატჩში [VIDEO]

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირველი კომენტარი ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 16 /
ცვლილებების დროა სამწვრთნელო შტაბში, 20 წლამდელებს შორის კლასში ამხელა ჩამორჩენა არ უნდა გვქონდეს მითუმეტეს მაშინ როცა სარაგბო ქვეყანა გვინდა ვიყოთ. რა მრისხანე მეტოქე და რაის რიდი? 20 წლამდელები არიან მოედანზე. კი ახალი ზელანდიაა და 90% ალბათობით მოგვიგებდა, წაგებაზე უარესი ის კოლოსალური სხვაობაა თამაშში რაც დავინახეთ.
Guja
05 ივნისი 2019 12:19
10
თუ ძმა ხარ, სად დაინახე რიდი და შიში?
irakliy
05 ივნისი 2019 13:23
1
გააწყალეთ გული ამ რეკლამებით.... რატომ არ აქვეყნებ ადმინ კომენტარებს,,,
1234
05 ივნისი 2019 16:40
1
ვაღიაროთ. რომ ჩვენ ვართ ჭ კლასელებში მაგრები და ძალიან დიდი უფსკრულია ჩვენსა და უმაღლეს კლასს შორის!
andro
05 ივნისი 2019 13:44
26
ანდრო,ეს მერამდენე თამაშს უყურებ?თუ შენი კომენტარის მიხედვით ვიმსჯელებ,მეორე,ჰა,ჰა.მესამე თამაში უნდა იყოს.კარგი რა,დალოცვილო,აზრზე რომ არ ხარ და ამ თავგადაკლულ ბიჭებს ყველაფერზე ხაზს უსვამ,ადამიანობა აღარ არის?ადმინ,ორი კომენტარი გამოვუშვი და არც ერთი არ დადეთ,ამისთანა კომენტარებს უშვებთ და ჩემსას ბლოკავთ,ღმერთი არც თქვენ გწამთ?ნამუსი მაინც არ გაწუხებთ?ამასაც დაბლოკავთ და მხოლოდ თქვენს შესამკობელ პოსტებს გამოვუშვებ,ისეთებს,მხოლოდ თქვენ რომ წაიკითხავთ და არ გაასაჯაროებთ,მაგრამ კუდს მაგრად აგიწვავთ
სოსო
05 ივნისი 2019 17:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.