U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე
საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.

54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.

მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველო:
ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 48 /
Jigrebi xart bichebo genacvalet
Bacho
08 ივნისი 2019 20:46
8
საშინლად ცუდათ ითამაშა თედო აბჟანდაძემ. უამრავი ელემენტარული შეცდომა დაუშვა
გია
08 ივნისი 2019 20:15
0
ორთავე მეტოქემ რიცხობრივი უმცირესობიდან დაგვიდო ლელო, როგორც ჩანს როდესაც აქეთ უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა, იმ დროს იქით ვლელოვდებით. ეს ტაქტიკური განსწავლულობის ნაკლოვანებაზე მიუთითებს როგოც სამწვრთნელო შტაბის, ისე მოთამაშეების. მარტო ჯანი და "გუსინიცები" რომ არ არის რაგბი - კარგახანია გავიგეთ. მოვიკოჭლებთ სისწრაფეში, სისხარტესა და ელასტიურობაში, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეში. ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელი ნაჩვენები თამაშებიდან გამომდინარე იყო ილუზია იმისა, რომ ჩვენსა და პირველი დონის გუნდებს შორის ასაკობრივ დონეზე მაინც მცირდებოდა სხვაობა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აზრი მცდარია. კლასში უდიდესი სხვაობაა და დონეებს შორისაც უზარმაზარი უფსკრულია. თუ ასე გაგრძელდა და და ჩვენმა ასაკობრივმა გუნდება არ მოუმატეს ტაქტიკურად და თამაშის ორგანიზებაში, როდესაც ეს ბიჭები უკვე ეროვნულში იქნებიან (როგორც ჩვენები ისე მოწინააღმდეგეები) ისეთივე კოლოსალური სხვაობა იქნება, როგორც ამჟამადაა ჩვენსა და ამ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს შორის.
ანესთეზეოლოგი
08 ივნისი 2019 19:53
1
აუ როგორ მისწორდება ხოლმე რო აგებენ, "რაგბი ჩვენი ტამაშია" :დდდდდდდდდდ
აეგრე, იცოდეთ თქვენი ადგილი. უგებენ საცოდავ რუსეთს და რუმინეთს მარტო და 6 ერი უნდათ ბიჭებს თურმე, მაგათთან აღარ ეკადრებათ :დდდდდდ რამდენჯერაც შეხვდით იმ იტალიას, ვისთანაც პრეტენზიები გაქვთ იმდენჯერ გაგასაძაგლათ და მეტი რაღა ქნან იმათაც რო გაჩუმდეთ
Predator
08 ივნისი 2019 19:39
84
პრედატორის ტონი მართლა მიუღებელია. მესამე პირშიც, საკუთარ ქვეყანაზე ლაპარაკი, მაგრამ ექვსი ერის დონეზე ჯერ რომ არ ვართ, ესეც ცხადია. იტალიაც ჩვენზე უკეთესი გუნდია.
ჩვენს დონეზე რუსეთი რომ იყოს, ფორმატს გააფართოვებდნენ, მაგრამ ღატაკი ქვეყანა, ვის რად უნდა?!
0000
09 ივნისი 2019 17:50
0
ოე ხიშნიკ, ვერ ხვდები, რომ ავად ხარ მენტალურად? ანდა გვერძე რომ გადექი და მესამე პირში წერ, შენთვის არაა მშობლიური საქართველოს ნაკრები?
მიშა
09 ივნისი 2019 10:16
0
ყველა გამოხმაურება
წარმატებები ბიჭებს...
ვთვლი რომ მეტი შეუძლიათ...
უბრალოდ მრავალ ფეროვნება გვაკლია... ორივე ნაკრებში..
ვინმე იაპონელი მწვრთნელი რო და ითრიოთ კა იქნებოდა...
მათი ხელდახელ თამაში ისე რომ ჩვენი პლიუსები არ დავკარგოთ კარგი ნაზავი იქნებოდა...
დათო
08 ივნისი 2019 19:32
8
ბატონო ნიაზ, გვესმის რომ ემოციური გულშემატკივარი ხართ, ამიტომ დაჯექით და სახლში უყურეთ, სადაც რაც ენაზე მოაგდგებათ ყველაფრის თქმას შეძლებთ, თამაშის კომენტარი კიდევ სხვამ გააკეთოს:)
Irakli
08 ივნისი 2019 19:28
24