U20. საქართველო VS სამხრეთ აფრიკა - მეტად აგრესიულები უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

8 ივნისს, საქართველოს დროით 17:30 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩს როსარიოში, სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრის ტრანსლაციას Rugby TV განახორციელებს.

პირველ ტურში, 4 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და 50-ე წუთისთვის მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებოდა, საათის თავზე ანგარიში 13:24 იყო, თუმცა დასკვნით წუთებში "ბეიბი ბლექსმა" 3 ლელო გაიტანა და 45:13 იმარჯვა.

მიუხედავად ამისა, განვლილ თამაშს დადებითად აფასებს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი:

"ზელანდიელებთან თამაში კარგად
დავიწყეთ, გვქონდა ლელოს დადების შანსები, მაგრამ მიზანს მხოლოდ ერთხელ მივაღწიეთ. არადა, მეტოქის 22-ში რამდენჯერმე ვიყავით, თუმცა იქიდან უქულოდ დავბრუნდით. მთლიანობაში, ძლიერ მეტოქესთან 60 წუთი თამაშში ვიყავით, ბოლო 20 წუთში კი მოწინააღმდეგემ შეძლო იგივე ტემპის შენარჩუნება და დაღლილობის ფონზე მეტი შეცდომა დავუშვით. ახალზელანდიელი მორაგბეები ფიზიკურად დიდები იყვნენ და კონტაქტს ვაგებდით, ეს კი სწორედ ის გუნდია, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს".

წნეხი უნდა გავზარდოთ

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, მოთამაშეებს 4 დღეში ერთხელ უწევთ თამაში და ეს აღდგენის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამონაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესმა კარგად ჩაიარა, გუნდი განვლილ მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და სამხრეთ აფრიკასთან უფრო მობილიზებულ თამაშს ეცდება:

"აღდგენამ კარგად ჩაიარა - ბიჭები აუზზე იყვნენ, რის შემდეგაც სამედიცინო ჯგუფთან მასაჟები გაიკეთეს. გვაქვს მიკრო-ტრავმები და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ასევე სამედიცინო ჯგუფი მუშაობს.

პარალელურად, გვქონდა სამხრეთ აფრიკის მატჩის ვიდეო-ანალიზი. მომავალი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ძალისმიერი და სწრაფი თამაშის კარგი სინთეზი აქვთ. შეტევაში ბევრი გაგრძელება აქვთ, ხოლო დაცვაში სწრაფად ამოდიან და იერიშების ჩაშლას ცდილობენ.

ვეცდებით, რომ მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და შედარებით სუსტი წერტილები გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანია, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ, ხოლო დაცვაში წნეხი გავზარდოთ და მეტად აგრესიულები ვიყოთ. ყველანი მობილიზებული ვართ და ვეცდებით წინა მატჩში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ".

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკას ორიოდე თვის წინ, მოსამზადებული ტურნეს დროს შეხვდნენ და მაშინ მეტოქემ 58:10 იმარჯვა.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს შარშან, მოსამზადებელ ეტაპზე ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ დიდი სხვაობით დავმარცხდით, 2018 წლის ჩემპიონატზე კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბონუს-ქულასაც გამოვრჩით - 27:33.

წლევანდელი ჩემპიონატის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია დასკვნით 15 წუთში გატეხა. 67-ე წუთისთვის ანგარიში 22:19 იყო, საბოლოოდ კი მატჩი 43:19 დასრულდა.

ექვსი ცვლილება და ერთი გადაადგილება სამხრეთ აფრიკასთან

სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩს ლუკა გელაშვილი გამოტოვებს. მან ახალ ზელანდიასთან მატჩში თავშის არეში მიიღო დარტყმა:

"ტვინის შერყევის ტესტმა კარგად ჩაიარა და შერყევა არ დაფიქსირდა, მაგრამ გადავწყვიტეთ დასვენების საშუალება მივცეთ, რათა მომდევნო მატჩებისთვის 100%-ით იყოს მზად" - განაცხადა ამონაშვილმა.

შესაბამისად, გელაშვილი სამხრეთ აფრიკასთან განაცხადშიც არაა, სულ კი, წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ში ექვსი ცვლილებაა.

შუამარბად თამაშს იწყებს ლაშა ლომიძე, რომელიც დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. უცვლელი დარჩა ღერძი - მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე და თემურ ჭიჭინაძე. ადგილი შეინარჩუნა ფრთამ ზურაბ ქავთარაძემ, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება.

შერკინების პირველ ხაზში მარცხენა ბურჯად დადგება ლუკა აზარიაშვილი, რომელმაც წინა მატჩი 3 ნომერზე დაიწყო, მეორე ბურჯი გია ხარაიშვილი იქნება, ხოლო კვაჭის პოზიციას ვანო კარკაძე დაიკავებს. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი და თამაშს ტატო გვიმრაძე და იოანე იაშაღაშვილი იწყებენ, ხოლო მესამე ხაზი უცვლელია - იოსებ გუშარაშვილი, კობა კოლოტაური და ბექა ყორიაული.

ხაზი| ბექები
15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება | ფორვარდები
1. ლუკააზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკაჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებს

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი

ახალი ზელანდია - შოტლანდია (22:30)

C ჯგუფი
ახალი ზელანდია 1 1 0 0 45-13 5
სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 43-19 5
შოტლანდია 1 0 0 1 19-43 0
საქართველო 1 0 0 1 13-45 0

12 ივნისი
საქართველო - შოტლანდია (17:30)
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)

altსამხრეთაფრიკელთა მწვრთნელი: ქართველებს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა...

altამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს

alt"მოდით აქ, მოდითო!" - კომენტატორების რეაქცია ქართველი მორაგბის ჟესტზე [VIDEO]

altU20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატოოოიიი
გუჯა
18:28 08-06-2019
0
პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენს თამაშს მობილიზებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.ამდენი უმარტივესი შეცდომა,ნამეტანიაამას შოტლანდიელი მსაჯიც დაამატეთ,ხელოვნური საფარიც და ...მგონი გაგვწირეს.ყოველ შენთხვევაში მეორე ლელოს წინ,მეტოქემ არაზუსტად რომ ჩანოაწოდა აუტი,აშკარად მათი მხრიდან წინ თამაში იყო,მსაჯმა კი ჩვენ დაგვაჯარიმა.
სოსო
18:26 08-06-2019
0