U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე
საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.

54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.

მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველო:
ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 48 /
ორთავე მეტოქემ რიცხობრივი უმცირესობიდან დაგვიდო ლელო, როგორც ჩანს როდესაც აქეთ უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა, იმ დროს იქით ვლელოვდებით. ეს ტაქტიკური განსწავლულობის ნაკლოვანებაზე მიუთითებს როგოც სამწვრთნელო შტაბის, ისე მოთამაშეების. მარტო ჯანი და "გუსინიცები" რომ არ არის რაგბი - კარგახანია გავიგეთ. მოვიკოჭლებთ სისწრაფეში, სისხარტესა და ელასტიურობაში, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეში. ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელი ნაჩვენები თამაშებიდან გამომდინარე იყო ილუზია იმისა, რომ ჩვენსა და პირველი დონის გუნდებს შორის ასაკობრივ დონეზე მაინც მცირდებოდა სხვაობა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აზრი მცდარია. კლასში უდიდესი სხვაობაა და დონეებს შორისაც უზარმაზარი უფსკრულია. თუ ასე გაგრძელდა და და ჩვენმა ასაკობრივმა გუნდება არ მოუმატეს ტაქტიკურად და თამაშის ორგანიზებაში, როდესაც ეს ბიჭები უკვე ეროვნულში იქნებიან (როგორც ჩვენები ისე მოწინააღმდეგეები) ისეთივე კოლოსალური სხვაობა იქნება, როგორც ამჟამადაა ჩვენსა და ამ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს შორის.
ანესთეზეოლოგი
08 ივნისი 2019 19:53
1
მოდი გვერძე გადავდოთ ის ფაქტი რომ ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, ბოლომდე იხარჯებიან, ორი აზრი არაა. მადლობა ამისთვის! თუმცა რადგან ჩვენ გვაქვს ჯანსაღი პრეტენზია რომ უფრო მეტს ვიმსახურებთ რაგბის სამყაროში, მაშინ ესეთ დონეზე თამაში დიდი ვერაფერი ხილია. ვფიქრობ, ჩვენ მთავარ ნაკრებში უკვე რამის ცვლილება ძალიან გაძნელდება, ჰოდა აქედან გამომდინარე ახალგაზრდებს მაინც ნუ ათამაშებთ ასე უსუსურ თამაშს. ვგულისხმობ, მოოოოორჩა დრო შერკინებას რომ პირველი ადგილი ეკავა რაგბში, მორჩა დრო "რაკის(თანამედროვე რაგბში კიარა დახოხავენ, არამედ დაფრინავენ!) კიმაგრამ ნაცარს იყრით თვალებში??! ვერ ხედავთ მოწინავე გუნდები როგორ თამაშობენ? რატო, რატომ, ვერ უნდა ვაკეთებდეთ ორზე მეტ პასს? პასები, დრიბლინგი, ფინტი, ესაა რაგბი! და არა, ერთი გათამაშების შემდეგ ეგრევე დაწოლა და ხოხვა. არაფერს ვამბობ ელემენტარულ შეცდომებზე, წინპასი, აუტისვერმოწოდება, მთელი რიგი შეცდომები. რომ მანაღვლებს ამიტომაც გეუბნებით იმას, რასაც ვხედავ, და ვფიქრობ მარტო მე არვარ! ამიტომ ნუდაღუპავთ ბიძიკო ქართულ რაგბს..
Biankoberi
08 ივნისი 2019 23:13
0
არც ფეხბურთში და არც რაგბში ჩვენმა მწვრთნელებმა არ იციან გუნდის მომზადება ვერ ხაზავენ ტაქტიკურ მონახაზს ისკიარა ძალიან ცოტამ იცის დინამიურად როგორ მოქმედებს გუნდი აარცერრთი მოთამაშე არ იყურება ერთი პასის მეტზე წინ გუნდურობა საერთოდ არა იციან მხოლოდ ამ ზონაში იდექი არავინ გაატარო და თუ ბურთი გექნება შეეცადე რაც შეიძლება წინ წახვიდე მხოლოდ ამას ასწავლიან არანაირი ტაქტიკა ცრუ ჩარბენებე ყურადღების სხვაზე გადატანა ერთი ოფლოუდი გაუგონიათ "კომენტატორებსაც" და ვაუ ოფლოუდი გააკეთა ოფლოუდი კრიტიკულ მომენტში კეთდება უმეტესად ძირითადად პასია საქმე ჭკვიანური პასი და მოედნის ხედვა და სწორად გადაადგილება დილეტანტები ყველგან მიაწვდინეთ ხმა ჩამოიყვანეთ უცხოელი მწვრთნელები მიუმაგრეთ თარჯიმნები და ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან სწორად თამაშს იგივეა ფეხბურთშიც როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთ ადგილზე....
კახა
09 ივნისი 2019 02:07
1
გეთანხმებით, იკვეთება შვენი სამწვრთნელო შტაბის არაეფექტური მუშაობა.რაღაც დონეზე აიყვანეს ნაკრები, და ამოწურეს რესურსი....
გუსანი
09 ივნისი 2019 02:22
1
კახა ყველაფეში გეთანხმები რაც შენ ჩამოთვალე,მაგრამ ყველაფერი მაგისტვის ფულია საჭირო,დიდი ფული და ძლიერი ქვეყანა.რაც სამწუხაროდ არ გვაქვს.ხოლო ქვეყანას რომელსაც ამდენი თავშესაფრის მაძიებელი ემიგრანტი და მშიერი ბავშვი ჰყავს,სპორტში ამდენი ფულის დახარჯვის ფუფუნება არა აქვს.
mamulo
09 ივნისი 2019 09:42
3
აუ როგორ მისწორდება ხოლმე რო აგებენ, "რაგბი ჩვენი ტამაშია" :დდდდდდდდდდ
აეგრე, იცოდეთ თქვენი ადგილი. უგებენ საცოდავ რუსეთს და რუმინეთს მარტო და 6 ერი უნდათ ბიჭებს თურმე, მაგათთან აღარ ეკადრებათ :დდდდდდ რამდენჯერაც შეხვდით იმ იტალიას, ვისთანაც პრეტენზიები გაქვთ იმდენჯერ გაგასაძაგლათ და მეტი რაღა ქნან იმათაც რო გაჩუმდეთ
Predator
08 ივნისი 2019 19:39
84
აქ გინება არ შეიძლება, მაგრამ მიხვდი ალბათ რაც გისურვე თითოეული შენი სიტყვის გამო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ გისწორდება.
ზურა
08 ივნისი 2019 22:12
1
რამ გაგაბოროტა შე კაი კაცო
08 ივნისი 2019 22:17
0
ყველა გამოხმაურება
ბატონო ნიაზ, გვესმის რომ ემოციური გულშემატკივარი ხართ, ამიტომ დაჯექით და სახლში უყურეთ, სადაც რაც ენაზე მოაგდგებათ ყველაფრის თქმას შეძლებთ, თამაშის კომენტარი კიდევ სხვამ გააკეთოს:)
Irakli
08 ივნისი 2019 19:28
24
გაცილებით უკეთეს თამაშს ველოდი ჩვენებისაგან.ეტყობა ძალების აღდგენა მაინც ვერ მოასწრეს.თუ ამ ორი თამაშის მიხდვით ვიმსჯელებთ,შარშანდელი გუნდი უფრო უკეთესი მგონია,ვიდრე წლევანდელი.შარშან თედო აბჟანდაძე ტურნირის ვარსკვლავი იყო,წელს კი ვერც შარშანდელი საოცარი სიზუსტე გამოამჟღავნა და ვერც გარღვევებში გამოირჩევა შარშანდელივით.ალბათ საქართველოში კარიერის გაგრძელებამ შეაჩერა მისი ზრდა.სხვათა შორის მათიაშვილსაც ასე დაემართა და ლობჟანიძესაც.ვერც ერთი ვერ გაიზარდა იმ დონემდე,რასაც ველოდთ მათგან.ძალიან ბევრ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ თამაშის დროს და ამ ნაკრებს სისწრაფეზე აყოლაც თითქოს უფრო უჭირს,აქ შერკინებაშიც გაგვიჭირდა,აუტშიც და .~..ერთი სიტყვით არა მხოლოდ კლასით,არამედ მეტოქის მწვრთნელებმა უკეთესი ანალიზი გააკეთეს.ჩვენთვის მთავარი თამაშები ამის შემდეგ იწყება და იმედს ვიტოვებ,რომ მომდევნო თამაშებში ისე ვითამაშებთ,როგორც შეგვიძლია.შეძლებით კი,ძალიან ბევრი შეგვიძლია.მთავარია საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.
სოსო
08 ივნისი 2019 21:06
0
მორჩა, ვეღარ ანვითარებენ ჩვენი მწვრთნელები მეტი აღარ იციან და აიყვანეთ ვინმე უცხოელი, უკვე უკან უკან მივდივართ ვერრ ხედავენ დავიჯეროო. არადა ბიჭებში აშკარად ჩანს პოტენციალიი
ვალკა
09 ივნისი 2019 08:54
1
ახალი ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკასთან სადაც ყოველი მეორე ბავშვი რაგბის თამაშობს ევროპის უძლიერეს ნაკრებები აგებენ დიდი ანგარიშებით და რა გინდათ ჩვენები ეთამაშონ თანასწორად? მთავარია რეიტინგში ჩვენთან ახლოს მყოფ ნაკრებებს ვეთამაშით თანასწორად.თან გაღატაკებული ქვეყანა რომ ვართ ეტყობა დაგავიწყდათ. შეეშვით პროფესორობას.
რეალობა.
08 ივნისი 2019 22:52
14
რაგბი ჩვენი თამაშია!)))) სამხრეთ აფრიკისთვის და ზელანდიისთვის კი უცხო ხილი????
lelo
09 ივნისი 2019 09:47
2
დიახ ფულია საჭირო და იმ პირობებში როცა ქვეყანას აქვს უსუსტესი ეკონომიკა არ გვაქს ისეთი ბუნებრივი რესურსები როგორიცაა ნავთობი გაზი ვერც მრეწველობას ვანვითარებთ გვრჩება ერთადერთი ინტელექტის ექსპორტი ანუ ვართ ნიჭიერები და არ გვაქვს სკოლა ამიტომ მთავრობამ უნდა მოახდინოს განათლების ძირეული რეფორმა უნდა შეიქმნას უმაღლესი დონის სკოლა-ინტერნატები ყველა პროფილით და მიმართულებით ყველა სკოლა უნდა აღიჭურვოს სრული მატერიალურ ტექნიკური რესურსით წარჩინებულ ბავშვებს დაენიშნოს სტიპენდია თავდაპირველად შეიძლება არ იყოს ბევრი და აი აქ მივედით მთავარზე როცა სკოლა გამოუშვებს მოთხოვნად პროდუქტს მოხდება ამათი ექსპორტი რაც აისახება სპორტზეც სპორტსკოლაინტერნატების შექმნით ჩვენი სპორტსმენები გახდება მოთხოვნადი როგორც ბრაზილიელები ფეხბურთში და ყოფილი იუგოსლავები მოთხოვნადია თითქმის ყველა სახეობაში ქართველების მიმართ გაჩდება მოთხოვნა და მოქალაქეები თვითონვე მოიწყობენ მატერიალურ პირობებს ეს ეხება არამარტო სოპრტს ასევე ტექნიკურ მეცნიერულ მხარესაც მოკლედ ქვეყანამ უნდა აწარმოოს ინტელექტის ექსპორტი და ამისთვის შეიქმნას პირობები მაქსიმალურად უმაღლეს დონეზე გადამზადდეს პედაგოგები მოვიწვიოთ სპეციალისტები პროფესიონალები აღვზარდოთ სწორად მოაზროვნე ჯამრთელი თაობა და არა ვითომ "კაიბიჭური"არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფარა
კახა
09 ივნისი 2019 12:11
2
ერთადერთი ჭკვიანური აზრი რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გავიგონე, მაგრამ ვისაც რამის შეცვლა შეუძლია იმათ დაბოლილი ბავშვები აწყობთ და არა ინტელექტუალები?
giorgi
09 ივნისი 2019 14:35
0
კახა, ჩემო კარგო ადამიანო, გეთანხმები მთელი სიგრძე სიგანით, მაგრამ აღარ მოვიდა დრო რომ ადამიანებმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას - მორჩეს მომავალ დროშიც ლაპარაკს და დაიწყოს უკვე ამ რეფორმებზე მუშაობა? სულ მომავალ დროში ჟღერდება გეგმები და იქნებ უკვე დროა იმოწმედონ?
kaxas
09 ივნისი 2019 12:44
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.