U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე
საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.

54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.

მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველო:
ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 48 /
ადვილია კრიტიკა გამოსავალი მხოლოდ მწვრთნელების გადამზადებაში ან მოწვევაშია რომ ბავშვები სწორად გაიზარდნონ სწორად იაზროვნონ და ამ მწვრთნელების გვერდით ჩვენებიც ისწავლიან სასწრაფოდ მოსაწვევია წარმატებული კლუბების ბავშვთა გუნდებში უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელები თორემ ბოლო 10 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით.
კახა
08 ივნისი 2019 21:00
1
ეარ გვყავს იმ დონოს პროფესიონალი მწრვთნელები რომ მოთამაშეებს ასწავლონ ცივი გონებით თამში და არა ემოციებით და ქაოსურად ასევე ფიზიკაშიც სუსტები არიან. მოკლედ ნუ ვახურებთ 6 ერიო და ისაო
auf
08 ივნისი 2019 21:16
5
კიდევ ერთხელ და მერამდენედ ვამბობ, რაგბი ტვ საცოდავი არხია რომელიც არაპროფესიონალებითაა სავსე...
რიგითი
08 ივნისი 2019 21:15
7
საშინლად ცუდათ ითამაშა თედო აბჟანდაძემ. უამრავი ელემენტარული შეცდომა დაუშვა
გია
08 ივნისი 2019 20:15
0
ადმინ, პრედატორის ნაირ არაკაცებს რო უქვეყნებ, და მე საქმიან კრიტიკას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს რო ეხება არა, რა წესია? კრიტიკა კრიტიკაა, და ეს კაცი უზრდელია და ბოროტი! რატომ უნდანგიხაროდეს შენი ქვეყნის ნაკრების წარუმეტებლობა?
zuka
08 ივნისი 2019 22:14
3
მადლობა ბიჭებს იმისთვის რაც გააკეთს, ძალა აღმართს ხნავს და შედგიც ლოგიკური იყო!! მე ვფიქრობ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებშიც იტყვიან თავის სიტყვას! ეროვნული ნაკრების დონეზე ჩვენი მიზანი ჯერ არის იტალიის დაჯაბნა, მერე კი შეიძლება შოტლანდიასაც დავეტოლოთ!! მაქედან შორს არც უელსი და ირლანდიის ნაკრებებია! ამ ნაკრებებს იმედი მაქვს 20 წლამდელები თანაბრად ეთამაშებიან და ეს მართლა რომ წინსვლააა!! ძალიან ძნელია ესე უცბად რაგბის ისეთი უდიდესი ტრადიციების მქონე ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ტოლსწორად თამაში. შევადაროთ ჩვენი ბიჭების სად თამაშობენ და იგივე სამხრეთ აფრიკის მოთამაშეები, სხვადასხვა დონეა!! წარმატებები ბიჭებს დანარჩენ თამაშებში იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ!
zaza
08 ივნისი 2019 21:30
5
ალალად ყველაფერში გადაგვიარეს სამწუხაროდ :დ მომავალი ჩვენია:დ
ლევანი
09 ივნისი 2019 01:56
1
თედო გამოიყურება უსუსტესად ამ ტურნირზე და ჩემთვის ეს ყველაზე საგანგაშოა! დიდი მსოფლიო მოდის და იქ ძირითად 10ად მოვიაზრებდით. ფეხითაც ვერ ურტყა ეს ორი თამაში, დანარჩენი რა, ბევრ რამეში ვეთანხმები ანესთეზიოლოგს. ეგაა, რომ მგონია თაობა ცოტა სუსტი გამოვიდა წელს შედარებით. ეს ტრაგედია არ მგონია. ტრაგედია იქნება თუ გავვარდით. აი მერე ნახეთ რეგრესი! ღმერთმა დაგვიფაროს! ახლა უკვე ჩანს რომ მთავარია მეოთხე მატჩის მოგება. იმედია იქაც ვინმე ძლიერი არ შეგვხვდება მაინც და მაინც. შოტლანდიასთან მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემი არაა. მეორე შემადგენლობით უნდა ვეთამაშოთ.
zuka
08 ივნისი 2019 22:18
8
მეც ცოტათი სუსტად მეჩვენა თედო, თუმცაღა რომ დავფიქრდი იმიტომ მეჩვენა სუსტად რომ ვიცნობთ უკვე კარგად მას და მიგვაჩვია რო ბრწყინავს თორე ცუდად ნამდვილად არ თამაშობს. ვფიქრობ დიდ პასყხისმგებლობას გრძნობს სხვებთან შედარებით და მიზეზიც ეგაა. მაგარი ბიჭია თედო. ისე კი ზელანდია და აფრიკა ფავორიტები არიან ამ ტურნირის, ან ერთი მოიგებს ან მეორე და მაგათთან წაგება ჩვენს აუტსაიდერობას არ ნიშნავს.
გიორგი
08 ივნისი 2019 22:43
4
წარმატებები ბიჭებს...
ვთვლი რომ მეტი შეუძლიათ...
უბრალოდ მრავალ ფეროვნება გვაკლია... ორივე ნაკრებში..
ვინმე იაპონელი მწვრთნელი რო და ითრიოთ კა იქნებოდა...
მათი ხელდახელ თამაში ისე რომ ჩვენი პლიუსები არ დავკარგოთ კარგი ნაზავი იქნებოდა...
დათო
08 ივნისი 2019 19:32
8
გუნდს აშკარად ეტყობა ტაქტიკაში სისუსტე, ეჭვ გარეშეა რამე უნდა ვიღონოთ ამ მხრივ. მე რომ ვიყო მილტონას დავნიშნავდი 20 წლამდელებში.
მაგრამ ამ აფრიკელებს და ზელანდიელებს რომ უყურებთ იმხელები არიან ტანად რომ მაგათ საფრანგეთის გარდა ვერავინ გაუქაჩავს. საფრანგეთსაც იმხელა მოზვერები ყავს. ამ ასაკში ეს კრიტიკულად გადამწყვეტია.
პირველი ტაიმის მერე მწვრთნელები უკვე მე3 თამაშზე ფიქრობდნენ ასე მგონია.
2 ვე თამაშში კრიტიკულ სიტუაციაში არასწორად ვითამაშეთ და და სიტუაცია სრულიად შეიცვალა.თედოს აუტის დროს. ტაქტიკური არასწორი დარტყმები, ვერ დადებული ლელო. ან ვერ მოწოდებული აუტი და ასე შემდეგ.
ევროპელებთან სცვა თამაში იქნება.
მჯერა რომ თაობა უკეთესზე უკეთესი მოდის 15 ნომერის თამაში ძლივს რაღაცას გავს, ესეთი არ მახსოვს ასეთ დონეზე. მოდებაძე კარგი იყო მაგრამ ეს უკეთესი მგონია.
გიორგი
09 ივნისი 2019 07:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.