U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე
საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.

54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.

მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველო:
ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 48 /
აბა რა Qნან ისევ ბანძ გუნდებთან ითამაშონ? ბანძ გუნდებთან თქვენ ითამაშეთ.
sdfffff
08 ივნისი 2019 20:51
3
თქვენთვის ძვირფასი ქალბატონების ჯანებში იყოს ბიჭებო ქვემოთ ვინც ცუდად მომიხსენიეთ, მესმის რო თქვენ თვითონ ხართ მორაგბეები, ან ნათესავები გყავთ, არაფრის კეთებაში სახელმწიფო 2000 ლარებს გიხდით და პაეზდკებში გატარებთ მარა თავს ზემოთ ძალა არაა, მოგსვეს მაგ ტურნირზე როგორც საჭირო იყო ისე
კაი კომენტარი დამიწერია ამდენს თუ ეტკინა
Predator
09 ივნისი 2019 00:30
3
წინსვლა აღარ არის აშკარად. წინსვლა კი არა, ამ და წინა სტატიის ავტორს ახლა მაისი ჰგონია ))
ვვვ
09 ივნისი 2019 13:32
0
გასაგებია შენი გრძნობები, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ჩვენ მაინც და მაინც არ გვიზეიმია თქვენ რომ გიბრალტართან წაასხით ფეხბურთში.
Predator-ს
09 ივნისი 2019 08:49
2
Jigrebi xart bichebo genacvalet
Bacho
08 ივნისი 2019 20:46
8
გააუქმეთ რაგბი! :) მაინც არაფერში არ უქნივართ ღმერთს. ერთი რაშიც შანსი გვაქვს, ჯიბის ბილიარდია. მე დიდი ხანია ვთამაშობ და საკმაოდ წარმატებულად.
ლუკა
09 ივნისი 2019 08:31
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.