8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.
დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.
თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.
მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.
54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.
ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.
მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.
12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.
საქართველო:
ხაზი
15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;
შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.
ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე
მაგრამ ამ აფრიკელებს და ზელანდიელებს რომ უყურებთ იმხელები არიან ტანად რომ მაგათ საფრანგეთის გარდა ვერავინ გაუქაჩავს. საფრანგეთსაც იმხელა მოზვერები ყავს. ამ ასაკში ეს კრიტიკულად გადამწყვეტია.
პირველი ტაიმის მერე მწვრთნელები უკვე მე3 თამაშზე ფიქრობდნენ ასე მგონია.
2 ვე თამაშში კრიტიკულ სიტუაციაში არასწორად ვითამაშეთ და და სიტუაცია სრულიად შეიცვალა.თედოს აუტის დროს. ტაქტიკური არასწორი დარტყმები, ვერ დადებული ლელო. ან ვერ მოწოდებული აუტი და ასე შემდეგ.
ევროპელებთან სცვა თამაში იქნება.
მჯერა რომ თაობა უკეთესზე უკეთესი მოდის 15 ნომერის თამაში ძლივს რაღაცას გავს, ესეთი არ მახსოვს ასეთ დონეზე. მოდებაძე კარგი იყო მაგრამ ეს უკეთესი მგონია.
კაი კომენტარი დამიწერია ამდენს თუ ეტკინა