"უმცროსი ბორჯღალოსნების" შანსები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

სამწუხაროდ, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საწყისი ორი შეხვედრა დათმო.

მართალია, ჩემპიონობისთვის მებერძოლ პირველ 4-ეულში ვეღარ მოვხვდებით, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, რადგან ამის ილუზია შეჯიბრების წინ არავის ჰქონდა.

მთავარი მიზანი ტოპ-12 გუნდში დარჩენა იყო და ახლა სწორედ ამ ამოცანის წინაშე ვდგავართ. მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა ორივე შეხვედრაში, ჩვენი ნაკრები ინარჩუნებს შანსებს, ითამაშოს მე-5-მე-8 ადგილებისთვის და არ მოუწიოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გადატანა ბოლო 4 გუნდში მოხვედრით.

იმისათვის, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-5-მე-8 ადგილებისთვის ითამაშონ,  რამდენიმე გარემოება უნდა დადგეს.
პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავამარცხოთ შოტლანდია პრემიალური ქულით. შედეგად 5 ქულა გვექნება, შოტლანდიას - მაქსიმუმ 2. აქედან გამომდინარე, 1 გუნდს (შოტლანდია) უკვე ვაჯობებთ.

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი გუნდი გუნდი
1. საფრანგეთი 2 2 0 0 68-33 10 1. ავსტრალია 2 2 0 0 81-29 10 1. ს.აფრიკა
2 2 0 0 91-39 10
2. არგენტინა 2 1 0 1 66-44 6 2. ირლანდია 2 1 0 1 59-71 5 2. ახ.ზელანდია
2 2 0 0 97-46 10
3. უელსი 2 1 0 1 43-57 4 3. ინგლისი 2 1 0 1 55-65 4 3. შოტლანდია 2 0 0 2 52-95 1
4. ფიჯი 2 0 0 1 34-77 0 4. იტალია 2 1 0 1 35-65 4 4. საქართველო 2 0 0 2 33-93 0

ქვემოთ მოყვანილი ყველა დანარჩენი ვარაუდი მხოლოდ ამ დაშვებას ეყრდნობა, რადგან თუ შოტლანდიას ვერ მოვუგეთ, აუცილებლად ყველაზე ცუდი შედეგების მქონე ოთხეულში აღმოვჩნდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში გაიმართება A ჯგუფში. ერთმანეთს უელსი და ფიჯი დაუპირისპირდებიან. ამ ეტაპისთვის ფიჯის 0 ქულა აქვს, უელსს - 4. თუ უელსი მოიგებს (არ აქვს მნიშვნელობა ანგარიშს), ფიჯი მეორე გუნდი იქნება, რომელსაც ვაჯობებთ.

თუმცა, თუ ფიჯი მოახერხებს გამარჯვებას არაპრემიალური ქულით, ორივე გუნდს 4-4 ქულა ექნება და ეს ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი გახლავთ, რადგან უკვე 3 გუნდზე მეტი ქულა გვექნება. თუმცა, შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ფიჯიმ პრემიალური ქულით მოიგოს და 1 ქულა უელსსაც დარჩეს. ამ შემთხვევაში გუნდებს ჩვენ მსგავსად 5-5 ქულა ექნებათ და დიდი ალბათობით, ორივე გვაჯობებს, რადგან ქულებს შორის სხვაობა გაცილებით უკეთესი აქვთ.

რაც შეეხება B ჯგუფს, აქ ჩვენთვის ხელსაყრელი მხოლოდ ორი ვარიანტი იქნება. ავსტრალიამ უნდა მოუგოს ინგლისს, ისე, რომ ბრიტანელებმა პრემიალური 1 ქულის აღება ვერ მოახერხონ. მეორე შეხვედრაში კი ირლანდიამ იტალიას უნდა აჯობოს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ანგარიშით.

თუმცა, ყველა ეს ვარაუდი თუ მატრიცული ამოცანა ამაო იქნება, თუ შოტლანდიის ნაკრების დამარცხება ვერ შევძელით. ამიტომ, უმთავრესი ამოცანა სწორედ "სკოტების" დამარცხებაა. თუ ეს შევძელით, წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის, დანარჩენ შეხვედრებში ჩვენთვის სასურველი შედეგი დადგეს.

მაგრამ თუ ბოლო 4-ეულში მოგვიწევს თამაში, ყველაფერი არც აქ არის დაკარგული, რა თქმა უნდა. შემდეგ 2-დან  მხოლოდ 1 თამაშის მოგება დაგვჭირდება და ელიტაში ადგილს შევინარჩუნებთ.

იმედია, ქართველი მორაგბეები შოტლანდიის დამარცხებას შეძლებენ და შემდეგ მცირედით იქნება გაგვიმართლოს კიდეც.

altშოტლანდიასთან მატჩისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2/3-ით შეიცვალა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა-ის ქვეყნებია,რომლებიც ჩემის აზრით მყარად დომინირებენ მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნებს შორის.თავიდანვე ილუზია არავის გვქონია,რომ წინააღმდეგობას გავუწევდით.მათთან და საერთოდ პირველი დონის გუნდებთან თამაში ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა.ამ ორ შეხვედრაში მიღებული სათამაშო პრაქტიკა გამოსაყენებელია შემდეგ მატჩებში.რაც შეეხება საბოლაო შედეგს კარგი იქნება თუ შევინარჩუნებთ ადგილს მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდში.
გიოშა
17:13 12-06-2019
0
რამდენჯერ შემოვალ და კომენტარებს გადავხედავ, უმრავლესობაში სულ ნეგატიური, ბოღმით გაჟღენთილი კომენტარები მხვდება.

მართლა გგონიათ, რომ ესე მარტივია გახვიდე მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს შორის და დაამარცხო ყველა მეტოქე?

ჯერ შეადარეთ ჩვენი და სხვა ნაკრებების რესურსი, განრიგი, გამოცდილება.
ჩვენი 20 წლამდელების საერთაშორისო გამოცდილებაა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატია მხოლოდ, სადაც ძლიერი ნაკრებებიდან მხოლოდ საფრანგეთი გამოდიოდა, ახლა კი ისინიც აღარ არიან. ამავე დროს სხვა ნაკრებები მუდმივად თამაშობენ საუკეთესო ასაკობრივ ნაკრებებთან.

ამის მიუხედავად, უკვე 4 წელია ვინარჩუნებთ ადგილს ელიტაში. 12 საუკეთესო ნაკრებს შორის, ასე თუ ისე პროგრესიც არის, დიდ ნაკრებსაც მუდმივი მატება აქვს ახალგაზრდებიდან, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ თაობათა ცვლას ნაკრებში.

ფული იხარჯებაო და შედეგი არ არისო ისე დააყვედრით ხოლმე ნაკრებს, თითქოს კოლოსალური თანხები იფლანგებოდეს და სულ ხელფასებში მიდიოდეს (რეალურად კი არც ხელფასებია მაღალი რაგბში და დიდი ნაწილი მხოლოდ რაგბის სიყვარულით თამაშობს და მიყვება ამ საქმეს).

სახელმწიფო დაფინანსების დიდი ნაწილი იხარჯება ბაზების აშენებაზე, სადაც მომავალი თაობა კიდევ უფრო მომზადებული უნდა წამოვიდეს, ვინაიდად დიდი მნიშვნელობა აქვს, იგივე სამომავლო ტრავმების კუთხით, თუ სად ვარჯიშობ. რა დაფინანსებაც აქვს რაგბს, მაგაზე უკეთესი შედეგი გვაქვს და იმედია კიდევ უფრო უკეთესი იქნება მომავალში.

ჩვენი მიზანი იყო და მომავალ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება - ახალგაზრდულ დონეზე 12-ში დარჩენა, ხოლო თუ წელს, ან თუნდაც უახლოეს 3-5 წელიწადში მოახერხებენ 5-8 ადგილებზე ბრძოლაში ჩართვას, ეგ მხოლოდ გმირობის ტოლფასი და ნამდვილად საამაყო იქნება.
დიდი ნაკრებისთვის კი, თუ არაფერი შეიცვლება, ისევ ჯგუფში მე-3 ადგილისთვის ბრძოლა იქნება პრიორიტეტი.

თუმცა ახლაც საამაყო რაგბისტები გვყავს და თუ მეტი დაფინანსებაც იქნება და ბიუროკრატი კუდაბზუებული არარაობები უმაღლესი დონის კარებს გაგვიღებენ, თუნდაც ახალგაზრდულ დონეზე, სულ სხვა დონეზე გადავალთ და ელიტის ნაწილიც გავხდებით.
Just Supporter
12:34 12-06-2019
0