თამაში საქართველოს დროით 17:30 საათზე როსარიოში დაიწყება და გამარჯვებული გუნდი C ჯგუფს მესამე ადგილზე დაასრულებს.
შეგახსენებთ, სამი ჯგუფის ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს (ჯგუფის ბოლოადგილოსნებთან) და 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
განვლილ ორ ტურში შოტლანდია სამხრეთ აფრიკასთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, თუმცა ერთი ბონუს-ქულის აღება მოახერხა. პირველ მატჩში მათ სამხრეთ აფრიკას 3
ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ახალ ზელანდიასთან 60 წუთი იბრძოლა ჩვენმა გუნდმა, მაგრამ გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში უპირატესობა მოიპოვა - 45:13. მეორე ტურში სამხრეთ აფრიკას სამი ლელო გავუტანეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 48:20.
5 ხაზში და 5 შერკინებაში
წინა მატჩის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობის 2/3 შეცვალა - 5 ხაზში და ამდენივე შერკინებაში.შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა კვაჭმა ვანო კარკაძემ, თუმცა შეიცვალა ორივე ბურჯი. ძირითადში დაბრუნდა ნიკა ღვალაძე, ხოლო ზაურ თევდორაშვილი სასტარტოში პირველადაა. შეიცვალა ორივე მეორეხაზელი და ახალ ზელანდიასთან მატჩის მსგავსად, ძირითადში ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე არიან.
მეორე ხაზიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა იოანე იაშაღაშვილმა. ბექა ყორიაული ამჯერად ფლანკერი იქნება, ხოლო მეორე ფლანკერად პაატა ბურჭულაძე დადგება, რომელიც სასტარტოში პირველადაა.
სრულად შეიცვალა ღერძი და პირველად მიმდინარე ჩემპიონატზე, 9-10 ნომრებზე გიორგი მარგალიტაძე და სანდრო მარგიანი შეწყვილდებიან. ფულბეკის პოზიციაზე დამწყებთა შორის პირველად დაწინაურდა დაჩი პაპუნაშვილი.
შუამარბად იწყებს თამაშს ირაკლი სიმსივე, რომელიც გუნდის კაპიტანს, დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე ბრუნდება კოტე მარჯანიშვილი, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება, რომელმაც აფრიკელებს ორი ლელო გაუტანა.
მარქაფაში არ გვყავს ზურა ქავთარაძე, რომელმაც წინა შეხვედრაში თავში დარტყმა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა არ დაფიქსირდა, მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს. სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ თაფლაძე და ყორიაული.
"ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ძალების გადანაწილება უმნიშვნელოვანესია და შემადგენლობაში ცვლილებები სწორედ ამითაა განპირობებული. მსგავსი როტაცია თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ჩვენ კარგად ვიცით ამ ბიჭების შესაძლებლობები და მომავალ მატჩში მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ", - ამბობს ამონაშვილი.

C ჯგუფი
12 ივნისი
12 ივნისი
საქართველო - შოტლანდია (17:30)
საქართველო:
ხაზი
15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება
1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.
მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.
ზურა ქავთარაძე ისვენებს

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით