მადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიელი თანატოლები დაჯაბნა და 17:12 დაამარცხა. ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე თავი დადეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ეს ის გუნდია, რომლის გამოც თუნდაც წაგების შემთხვევაშიც კი არ შეგრცხვება (არავისთან პარალელს არ ვავლებთ), ვინაიდან ბოლომდე იხარჯებიან. ტყუილად როდია მათი დევიზი - "ბრძოლაში ბედნიერნი!"

თამაშს რომ სულ თავი დავანებოთ, ერთ რამედ ღირს ჩვენი მორაგბეების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი - ეს რაღაც სხვაა, ამაღლებულია, რომლის მოსმენისას გული აგიჩქროლდება და ძარღვებში სისხლი გაგეყინება.

მადლობა ბიჭებს თავდადებისა და კარგი
ქართველობისთვის!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, ყოველთვის ასე თავდადებით და ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლეთ და აუცილებლად ყველაზე მაღალ მწვერვალამდე მიხვალთ! როცა ჩვენს რეგბისტებს ვუყურებ ვხვდები როგორი ჯიშის და ჯილაგის ვყოფილვართ ქართველები, როგორ ვებრძოდით აურაცხელ მტრებს და რატომ გადარჩა საქართველო...
დათო
00:25 19-06-2019
0
მადლობა ჩვენ ბიჭებს მონიჭებული სიხარულისთვის, ისე ყველაზე სუსტი გუნდი ამ ჩემპიონატზე შოტლანდია მგონია, ფიჯი მოუგებს
ალეკსანდრე
09:44 18-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.