U20. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან პირველი ტაიმი 0:5 წააგო

AutoSharing Option
17 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩის პირველი ტაიმი ფიჯისთან 0:5 წააგო.

თამაშს დაღი ტალახიანმა და მძიმე გაზონმა დაასვა. დებიუტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელოთი წინ გაიჭრა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ სველი მოედნისა და ბურთის გამო იერიშების დაგვირგვინება ჭირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდი ამჯერად დერეფანს კარგად იყენებდა.

24-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხი ხაზს დაადგა და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ
არ ჩათვალა.

33-ე წუთზე ვანგას ლელო ქავთარაძემ არ გაატანინა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდით ბიჭებო ასეთ ანგარიშზე მოგება უფრო სასიამოვნოა
0
Mოვგეთ! თქვენი ჭირიმე ლომებო გენაცვალეთ ქართბელობაში!!!
London
22:20 17-06-2019
0