rugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს

AutoSharing Option
rugbypass.com-მა რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა, პერსპექტიულთა შორის იოანე იაშაღაშვილი (სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა) და თედო აბჟანდაძე გამოარჩია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს 20-წლამდელთა ყველაზე საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე ტურნირი იყო.

იაშაღაშვილი: "ჯორდან ჯოზეფი, ბაუტისტა პედემონტე და ფენდულანი ბუჰელეზი არა მარტო პერსპექტიულები არიან, არამედ მომავალში საკუთარ თავს კიდევ უფრო წარმოაჩენენ. მათ კარგად იასპარეზეს, მაგრამ გამორჩეული იაშაღაშვილი გახლდათ. ამ მორკინალის მობილურობა დიდად დაფასდება პირველ ნაკრებში. სავსებით შესაძლებელია, მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს".

აბჟანდაძე: "ქართველი ნახევარმცველი
სინამდვილეში არ არის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საიერიშო მსხვილკალიბრიანი იარაღი, მაგრამ "ბორჯღალოსნებში" თამაშის გამოცდილება გააჩნია. მან უკვე წარმოაჩინა თავი მილტონ ჰეიგის კრებულში და ეს 20 წლამდე ასაკში მოახერხა. არგენტინაში მისმა კარგმა თამაშმა ტესტ-მატჩების წინ საქართველოს პირველ ნაკრებში დამკვიდრების შანსები კიდევ უფრო გაზარდა".

altღმერთო ჩემო! ქართველებმა მიწასთან გაასწორეს ფიჯელთა პირველი ხაზი! [VIDEO]

altU20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

altrugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

altმადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

altU20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
იოანე იაშაღაშვილი- ღირსეული გვარის ღირსეული გამგრძელებელი, წარმატებები!!!
zaza
12:18 24-06-2019
0
იაშაღაშვილი საწყისი მონაცემებით საკმაოდ ახლოსაა გორგოძის მონაცემებთან.მას უდაოდ შეუძლია მსოფლიო დონის მორაგბე გახდეს,მაგრამ მამუკას დონე...თუმცა რატომაც არა,სათამაშო ინტელექტი იოანესაც აშკარად უჩანს,უდრეკი მეომარია და სისწრაფით აღემატება კიდეც მამუკას,თუმცა ჯანით ჩამორჩება მას.ყოველ შემთხვევაში მეორე მამუკა თუ არა,პირველი იაშაღაშვილი ნამდვილად არის და ვარსკვლავადაც იაშაღაშვილად შეიძლება გახდეს.მთავარია ჯანმა გაუძლოს.გორგოძე ხომ სპარტანულად გაიზარდა და ცხოვრობდა.რაც შეეხება აბჟანდაძეს,რა თქმა უნდა გუნდის ლიდერია,მაგრამ მისი გაცილებით უკეთესი თამაშები,ბევრი გვახსოვს და ვერ ვიტყვი,რომ მის კარიერაში ეს ტურნირი,საუკეთესო იყო.მას გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში და ამისათვის ძლიერ ტურნირში თამაში სჭირდება.საქართველოში დაბრუნებამ,ვფიქრობ საკმაოდ შეაფერხა მისი განვითარება.ასა თუ ისე,ვუსურვებ ბიჭებს,გაცემული ავანსები,გაენაღდებინოთ.
სოსო
08:48 24-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ