2022 წლის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები იტალიას 17 ნოემბერს გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ერკინებიან. თამაში ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება.

ორი წლის წინ ბათუმში მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის მგეზავ თედო აბჟანდაძეს, რომელმაც იმ დღეს მეტოქეს ორი ლელო გაუტანა. 25 წლის მორაგბეს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, ეს დღე დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

“2022 წელს იტალიასთან ბათუმში ისეთი თამაში გვქონდა, მარტო მე კი არა ყველა მოთამაშეს და ჩვენს გულშემატკივარს განსაკუთრებულად გვახსოვს. მაშინ ჩვენ 2018 წელს ფლორენციაში განცდილი მარცხისთვის ავიღეთ რევანში, ახლა კი ისინი ემზადებიან რევანშისთვის. ამიტომ რთული თამაშის მოლოდინში ვარ, მით უმეტეს, რომ იტალიელები არგენტინასთან დიდი სხვაობით დამარცხდნენ, ჩვენთან რევანშთან ერთად, გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებათ და განსაკუთრებულად ემზადებიან” - აღნიშნავს აბჟანდაძე, რომელიც თვლის, რომ ამჟამინდელი იტალია ორი წლის წინანდელზე ბევრად ძლიერი გუნდია:

“ბათუმში ჩვენთან განცდილი მარცხის შემდეგ იტალიელებმა რამდენიმე დიდ გუნდს მოუგეს: დაამარცხეს ავსტრალია, ზაფხულში დიდი სხვაობით მოუგეს იაპონიას, წარმატებული ექვსი ერი ქონდათ, სადაც სულ ცოტა დააკლდათ საფრანგეთთან გამარჯვებამდე (ფრე) და მოიგეს ორი შეხვედრა. ეს იტალია ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე 2022 წელს იყო”.

წლევანდელ შემოდგომის ტესტებზე, გასულ კვირაში იტალიამ არგენტინას უმასპინძლა და პირველ ტაიმში მეტოქეს ტოლს-სწორად ეთამაშა (10:17), თუმცა საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდა (18:50). თავის მხრივ, ბორჯღალოსნები მონპელიეში (საფრანგეთი) ოლ ბლექს XV-ს ერკინენ და შეხვედრა 13:31 დათმეს.

“ოლ ბლექს XV-თან რაღაცეები არ გამოგვივიდა. გვქონდა კარგი ეპიზოდები, რომლის დროსაც ქულები ავიღეთ და ლელოები გავიტანეთ, მაგრამ მთლიანობაში ის ვერ გავაკეთეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. ეს ალბათ გარკვეულწილად პირველი თამაშის სინდრომითაც იყო განპირობებული. ახლა ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ”.

“ბიჭები ვიხსენებდით, რომ 2022 წელს, იტალიასთან ბათუმში თამაშამდე ქუთაისში არგენტინა XV-ს ვეთამაშეთ, იქაც ბევრი რამე არ გამოგვივიდა და მეტოქემ გაიმარჯვა, მაგრამ მერე იტალიასთან სათამაშოდ უფრო მოტივირებულები გავედით, დალაგებული, კარგი რაგბი ვაჩვენეთ და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა არ მინდა ვინმემ ეს ისე გაიგოს, რომ ახლაც აუცილებლად ასე იქნება. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ და მაქსიმუმს გავიღებთ, თუმცა ვიმეორებ, იტალია ახლა ბევრად უკეთესი გუნდია და მეტი მონდომება გვმართებს, მით უმეტეს რომ იტალიაში ვთამაშობთ”.

რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც შესაძლოა იტალიასთან წარმატება მოგვიტანოს? აბჟანდაძე ამბობს:

“ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შეტევაში წარმატებულ თამაშს. რაც შეიძლება მეტხანს უნდა გვქონდეს ბურთი მეტოქის ნახევარზე, დავაჯარიმოთ და ქულები ავიღოთ. ასევე ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში, რადგან იტალიასაც ძალიან კარგი შეტევა აქვს. მათი მობილური და ჯანიანი უკანახაზელები განსაკუთრებით სახიფათონი არიან კონტრშეტევებზე. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ამისათვის მზად ვართ და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება”.

სხვა ბორჯღალოსნების მსგავსად, თედო აბჟანდაძე გულშემატკივრის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს და მოხარულია, რომ “ლუიჯი ფერარის” ტრიბუნებზე საქართველო ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმიით იქნება წარმოდგენილი:

“გულშემატკივარი მუდამ ჩვენს გვერდითაა, რაც დადებითი ფაქტია. მათგან მხარდაჭერას და თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ. მოედანზე თითოეული მათგანის ხმა ისმის და მათი ენერგია იგრძნობა. შესაძლოა გულშემატკივარს გათვითცნობიერებულიც არ აქვს რამხელა ძალას წარმოადგენენ ისინი მოთამაშისთვის. მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მატჩის მიწურულს, როდესაც ენერგია გეწურება და ამ დროს ნებისმიერი შეძახილი დამატებით ენერგიას გაძლევს. არაფერს ვამბობ საკუთარ მოედანზე თამაშზე, როდესაც უმეტესობა შენი მხარდამჭერია და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. მათი თანადგომა უმნიშვნელოვანესია გასვლით შეხვედრებში და მინდა თითოეულ მათგანს მთელი გუნდის სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადო”.

Rugby.ge

სოსო
ზურას.გმადლობ ზურა!მაგ დროს და უფრო ადრე,რეიტინგებზე კი არა,საქართველოს ნაკრების იქით,არაფერზე არ მქონდა ინფორმაცია.სწორედ მაგიტომ დავწერე,ალბათ,რომ ტყუილად მტკიცება არ დამეწყო.
Rezo
ვაცნობიერებთ, ოქრო! როგორ არა? მაგრამ ამ ყელშიამოსულ და ფარჩსკ ტონგასთან ნორმალური ბილეთი 60 ლარი რომ ღირს, ბავშვების წაყვანა გინდა და ხელფასი 1000 ლარი გაქვს, რა ვქნათ?
ზურა
რა მოგახსენოთ. საუკეთესო გუნდები 6 ერსი მირებამდე ცოტა ადრე და მერე 11-13 წლებში ჰყავდათ
ტრამპისტი
55-12
სოსო
დღევანდელი იტალიის ნაკრები,ალბათ საუკეთესოა,არსებობის განმავლობაში.რა თქმა უნდა უმძიმესი მატჩი გველის და გადაწყვეტით ვერავინ იტყვის ,როგორ დამთავრდება.იტალიელების მოტივაცია,ალბათ უფრო მეტიც კი ჩვენსაზე,რადგან ბათუმი დამარცხებაც მწარედ ახსოვთ და არგენტინასთან მარცხიც.არც იმას გამოვრიცხავ,რომ არგენტინასთან თამაში,ჩვენთან თამაშისათვის მოსამზადებლად გამოიყენეს.თითქოს აბსურდია,მაგრამ დღევანდელი არგენტინაც ძალიან მაგარ ფორმაშია და ობიექტურად,მათთან მოგების შანსი,ძალიან მცირე ჰქონდათ,ჩვენთან წაგების შემთხვევაში კი,დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმასაც მიიღებენ და რეიტინგშიც დიდი რეგრესი ექნებათ.ზუსტად ,კონკრეტულად ამ თამაშში,ჩვეთან სჭირდებათ დამაჯერებელი გამარჯვება,რომ თავები მაღლა ასწიონ,გულშემატკივრების წინაშე.იმედია არ გამოუვათ და ისევ ჩვენ ვიზეიმებთ.ჩვენც ხომ განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს მათთან,როგორც 6 ერის წინა წლებში უსუსტეს ნაკრებთან,ჩვენთან წაგების შემდეგ,თავში ხელი რომ შემოირტყეს და წლევანდელ 6 ერზე,ფურორი მოახდინეს.ჩვენ უნდა განმეორებით დავამტკიცოთ,რომ სათამაშო დონით,მათთან თანასწორობას ვიმსახურებთ და ძლიერ მეტოქეებთან სისტემატური თამაში, დამსახურებულად გვეკუთვნის.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
თედო აბჟანდაძემ ტოპ 14-ის სეზონი 4 ზუსტი ჯარიმით გახსნა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
"ბორჯღალოსნები" | შემოდგომაზე იტალიაში
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში