5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 40:33 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში სამხრეთ აფრიკამ გახსნა. უკვე 21-ე წუთისთვის მეტოქემ სამი ლელოს დადება მოახერხა და 19:0 დაწინაურდა.

27-ე წუთზე ჩვენი მხრიდან ლელოს დადება ლევან ქუშაშვილმა მოახერხა, სანდრო მარგიანმა კი გარდასახა და სხვაობა შეამცირა - 7:19. ამის შემდეგ კვლავ სტუმრებმა დადეს ლელო, რასაც ლუკა ხეხელაშვილის საპასუხო ლელო მოჰყვა, თუმცა მეტოქისგან განსხვავებით ვერ გარდავსახეთ და ანგარიში 12:26 გახდა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ ორი ლელო დადეს, ხოლო
64-ე წუთზე იოანე იაშაღაშვილი გამოირჩა და საქართველოს აქტივში მესამე ლელო ჩაწერა, ლაშა ლომიძემ გარდასა და ანგარიში 19:40 გახდა.

ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, ამჯერად გიორგი მარგალიტაძე გამოირჩა, ლომიძემ გარდასახა და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა - 26:40.

ქართველი მორაგბეები ამაზე არ შეჩერებულან და 79-ე წუთზე თემურ კოხოძემ დადო ლელო, ლომიძემ კვლავ ზუსტად გარდასახა და საბოლოო ანგარიში 33:40 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკასთან 21:28 დამარცხდნენ. წინა შეხვედრაში ქართველებმა 2 ლელო დადეს, ახლა კი 5 ლელოს დადება მოახერხეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულად წერას როდის ისწავლით ,,ჟურნალისტებო,,!?
ბათუმის ფანი
15:15 05-12-2019
4