ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა

AutoSharing Option
5 დეკემბერს, მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 33:40 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნაკრების მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა და მორაგბე ლაშა ლომიძემ გააკეთეს.

ამონაშვილი:"ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველასთვის მიგვეცა საშუალება, ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები და სასტარტო შემადგენლობა თითქმის სრულად შევცვალეთ. ანგარიში თავად მეტყველებს იმაზე, რომ დაცვაში პრობლემები გვქონდა და ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო. მთლიანობაში, ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ, რადგან დაგვანახა, სად გვაქვს პრობლემები და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი მომდევნო შეკრებებზე".

ლომიძე:"შეკრება ორი კვირის წინ დავიწყეთ და ფიზმომზადებასთან
ერთად, გვქონდა ტაქტიკური მომზადება. გვქონდა ორი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან და ორივე დაძაბულ ბრძოლაში დავთმეთ, თუმცა დავინახეთ, რომ ამ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. დიდი მადლობა სამხრეთ აფრიკას, რომელმაც დაგვაფასა და ჩვენთან სათამაშოდ ჩამოვიდა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ბიჭებო.
G.LA
22:05 05-12-2019
0
კარგია,კარგი.
ლევანი
21:28 05-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ