"უმცროსი ბორჯღალოსნების" ორი მატჩი საფრანგეთთან

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" გუშინ საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ.

"მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებულის წინააღმდეგ 30 მორაგბე ითამაშებს, რომელთაგან 16 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მათგან 22 ქართული კლუბებიდანაა, 8 კი ლეგიონერია. შემადგენლობაშია გუნდის კაპიტანი დემე თაფლაძე, რომელსაც დღეს ბორჯღალოსნების რიგებში ბელგიასთან დებიუტი ექნება და საფრანგეთში მყოფ უმცროს ბორჯღალოსნებს ხვალ შეუერთდება.

"საფრანგეთში ლეგიონერებსაც დავაკვირდებით. არიან მორაგბეები, რომელთაც ჩვენთან ერთად სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ არ უთამაშიათ და გვაინტერესებს როგორ ჩაჯდებიან ჩვენს სისტემაში. ამ
ორი თამაშის შემდეგ, გვექნება რეალური სურათი და ყველა პოზიციაზე გაიზრდება კონკურენცია. რთული თამაშები გვექნება და შეთამაშების გარდა, ვეცდებით მეტოქესთან შარშანდელი მარცხის გამო რევანში ავიღოთ", - ამბობს მაისურაძე.

საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებადი ნაკრები ასევე 30 მორაგბით გვხვდება. მასპინძელთა პირველი გუნდი 20-წლამდელთა ექვს ერში თამაშობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა შემადგენლობით ითამაშებს ეს გუნდი იტალიაში. მათი ინფორმაციით, მწვრთნელები ორივე 30-კაციან ჯგუფს აკვირდებიან და ვინ გაემგზავრება მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, აპრილში გადაწყდება.

ჩვენმა ნაკრებმა დეკემბრის დასაწყისში თბილისში ორი საკონტროლო თამაში სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან გამართა, მას შემდეგ კი, გუნდს „შევარდენზე“ ორი შეკრება ჰქონდა, ოღონდ ლეგიონერების გარეშე:

"ხშირად გვიწევს შეკრება, რათა მორაგბეებს შევახსენოთ ის სისტემები, რომელთა დანერგვას ვცდილობთ. ვფიქრობთ, რომ საფრანგეთთან თამაშებისთვის კარგად ვართ მომზადებული. ეს თამაშები მოთამაშეთა შემოწმებას და კონკურენციის ამაღლებას ემსახურება. დაგვრჩა კიდევ რამდენიმე მორაგბე, რომელთაც აფრიკულ შეკრებაზე შევამოწმებთ და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმ შემადგენლობაზე, რომელიც ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოემზადება", - გვიყვება მთავარი მწვრთნელი.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს ლილის მახლობლად, ბერგში 26 თებერვალსა და 1 მარტს შეხვდებიან.

საფრანგეთში ითამაშებენ

შერკინება: ლუკა ახვლედიანი (არმაზი), დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), საბა ხონელიძე (აია), ალექსი ჭიჭიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), დავით გვიდიანი (ორიაკი, საფრანგეთი), ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), საბა კურტანიძე (ხვამლი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები);

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი); სანდრო მარგიანი (აკადემია), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გივი ცინცაძე (არმაზი), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), თემურ კოხოძე (აია), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ნიკა ცინცაძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკა მამისაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

GPS: შალვა მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.