კალინინგრადში გამართულ ტურნირზე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ბელგიას 37:3 სძლია, ხოლო ფინალში პორტუგალიას - 27:0 და თასი ზედიზედ მესამედ შემართა.
„მინდა მივესალმო ჩვენს მომავალ თაობას და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, თამაშით და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით მონიჭებული სიხარულისთვის. ეს ბიჭები არიან ქართული რაგბის მომავალი და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენს ქვეყანას არაერთ გამარჯვებას აჩუქებენ“.
„სამი თამაშის
„კიდევ ერთხელ მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ მოთამაშეს, მათ აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს – ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა“ – განაცხადა ტყემალაძემ.