კოტე იაშვილი: უელსის დამარცხება შეგვიძლია

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" 9 ნომერი კოტე იაშვილი დარწმუნებულია, რომ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების მომდევნო ორ მატჩში გუნდი წარმატებას მიაღწევს.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით ორჯერ დაწინაურდნენ, შალვა აფციაურის ლელოთი კი თამაშის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ შეცდომას კონტრშეტევა მოჰყვა და მასპინძლებმა 36:19 მოიგეს.

"იტალიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მძიმე თამაში გამოვიდა. ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქემაც მძლავრი პასუხი გაგვცა. შეტევასა და კონტაქტის არეში მეტოქეს არაფერს ვუთმობდით. ვფიქრობდი, რომ დასკვნით წუთებში
მოგება შეგვეძლო, მაგრამ მარტივი შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ისინი კარგად გამოიყენა. ძალიან გული დამწყდა, რადგან შეხვედრა ჩვენი შეცდომების გამო დავთმეთ.

ვფიქრობ, უელსთან გამარჯვება შეგვიძლია. ისიც კარგი გუნდია, თუმცა ვიმედოვნებ, უკეთ ვითამაშებთ. დიდი ხნის შემდეგ იტალიასთან პირველი საერთაშორისო თამაში გვქონდა, დიდი გამოცდილება შევიძინეთ და დარწმუნებული ვარ, პროგრესი გაგრძელდება", - თქვა იაშვილმა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ არჩევთ თამაშებს ტურნირზეც თქვით რამე,8 გუნდი გამოდის, მარტო საქართველო და იტალია ხომ არ არის,ანგარიშები მაინც დაწერეთ.
ჟორიკა
18:01 28-06-2022
0
იტალიასთან,შეტევაში საკმაოდ კარგები ვიყავით და რომ არა ჩვენი ფეხით დამრტყმელების პირველი წარუმატებლობის შემდეგ აჭრა,გაცილებით მეტ ქულასაც ავიღებდით და მთლიანად გუნდიც გაცილებით თავდაჯერებული გააგრძელებდა თამაშს.ძალიან ცუდი იყო ჰაერიდან ბურთების მოხსნაც.დარწმუნებული ვარ,მომდევნო თამაშში უფრო უკთ გაირჯებიან,მაგრამ დაცვაში ვერ ვუძლებთ მეტოქეების სწრაფ თამაშს და ამას ორ დღეში ვერ გამოვასწორებთ.წინა წლებშიც მუდამ ეს იყო ჩვენი ასაკობრივების აქილევსის ქუსლი,რომლის გამოსწორებაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებით,ნაწილობრივ ხერხდებოდა,მაგრამ ნელ ნელა ექვსი ერის გუნდები გამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობიდან და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა.დღევანდელ ნაკრებსაც არავითარი გამოცდილება არა აქვთ და იმედი აქვთ,ადვილად დასძლევენ უელსელებს.ღმერთმა ქნას ასე მოხდეს,მაგრამ წარსულის გამოცდილება მკარნახობს,რომ ეს ნაკლები მოსალოდნელია.ეს წაგება,ცალკეული შეცდომების შედეგი კი არ იყო,არამედ იმისი,რომ ვერც აზროვნებით და ვერც თამაშით ვერ ასწრებდნენ თამაში კონტროლს.ამ ყველაფერს,ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება,გამოსასწორებლად.მთავარია აქ მიღებული გამოცდილება,კარგად გაიაზრონ და მსოფლიოს თასისათვის შეხვდნენ მომზადებული,ძლიერ ნაკრებებს.
სოსო
22:46 27-06-2022
0