20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე ტურში, B ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ტრევიზოში უელსთან 24:30 დამარცხდა.
პირველ ტურში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ იტალიასთან 19:36 დამარცხდნენ, უელსმა კი შოტლანდია 45:15 მოუგო. დღევანდელი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, მაგრამ მაინც წააგო.
მივყვეთ თანმიმდევრობით: მეტოქე თავიდან უპირატესობას დაეუფლა და უდუარდსის ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს). ჩვენმა გუნდმა კარგად აგორებული მოლისას მაისურაძის ლელოთი უპასუხა, მოდებაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და წინ გავედით. მე-19 წუთზე მსაჯმა ზაზაძე გაასინბინა, ბრიტანელებმა კი საჯარიმოთი ლიდერობა დაიბრუნეს. 27-ე წუთზე სარმის გამო ყვითელი ბარათი უკვე მოდებაძემ მიიღო და ორკაცნაკლული დავრჩით, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ლელოთი ანგარიში გაზარდა (გარდასახვა ისევ გააცუდეს). ზაზაძის დაბრუნებისთანავე „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ შეუტიეს და შვანგირაძის ლელოთი და გატანილი გარდასახვით წინ გავედით. ამას ჩვენების 23-მეტრიანი მოლი, კერვალიშვილის ლელო და მოდებაძის გარდასახვა მოჰყვა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ. აღსანიშნავია ჩენი გუნდის დერეფანში კარგი თამაში.
შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის შეცდომით ვიზავიმ ისარგებლა და ლელო-გარდასახვით ჯერ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, მერე საჯარიმოთი წინ გავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა კილასონიამ 50-ე წუთზე მთელი პირველი ხაზი შეცვალა, უელსმა კი კიდევ უფრო დაწინაურება შეძლო - 30:21. 77-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიშის შემცირება მოვახერხეთ. ბოლო წუთზე დერეფანი წავაგეთ და მატჩის მოგების შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.
6 ივლისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ მშობლიურ ენას!!!
14 ნომერი 2 ჯერ კრიტიკულ სიტუაციაში მოწოდებულ პასს რომ.ვერ დაიჭერ...
ჰაერში თამაში 0.
გადმოკიდებული ბურთის დაჭერა 0.
15 ნომრისგან ბოლო კაცის პოზიციის არჩევა და დაცვა 0.
ერთი წესიერი ფეხის დამრტყმელი რა გახდა ?!
ხელით ეროვნული ნაკრები უკეთ თამაშობდეს პირველი შემთხვევაა.
დისციპლინა კრიტიკას ვერ უძლებს.
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მოლი.
ჩვენ რომ.ვითამაშეთ ამას რაგბი არ ქვია...
არც აიღე და მიეძალე ქვია.
მოუყვანეთ ეროვნულს წესიეეი მწვრთნელი და ამათაც მიაქცევენ ყურადღებას.
ამ, ნაკრებში ფეხით დამრტყმელი არ გვყავს (?!),
სათანადო ემოციები და აღტკინება,მოგებისთვის თამაშიც - არ ჩანს, რაც ყველა ნაკრებში სათანადო დონეზე გვაქვს, აქ (?!)
თავდადება არის,მაგრამ ნელებიც არიან
აშკარად ა კ ლ ი ა დასავლეთ ქართული რაგბის ენერგია, ემოციები,აგრესია...
ბოლო- ბოლო ახალგაზრდებში ქუთაისის გუნდი გახდა წელს ჩემპიონი და ნაკრებში...2 რაგბისტი (?!),
რ ა შ ი არის საქმე (?!).