მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, რომელსაც სამხრეთ აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" თბილისში მაღალი დონის სამ მოსამზადებელ თამაშს გამართავენ.

საქართველოს ორი გრანდი ეწვევა – საფრანგეთი და ინგლისი. საფრანგეთს 4 მაისს ვეთამაშებით, ინგლისს კი 7 და 12 ივნისს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ორივე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის. შეხვედრები "ავჭალაზე" გაიმართება, მათზე დასწრება თავისუფალია, დაწყების ზუსტი დრო კი მოგვიანებით დაზუსტდება.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული, ზედიზედ სამგზის ჩემპიონი (2018, 2019, 2023) საფრანგეთი საქართველოში ტესტ-მატჩის გასამართად პირველად ჩამოდის. "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალგაზრდა "ლე ბლეს" 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ შარშან, "მარკუსის" ბაზაზე ეწვია და მართვადი თამაში გამართა, ახლა კი ფრანგები თბილისში საპასუხო ვიზიტით მოდიან.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში თამაშის გამართვისთვის ორი შესაძლო თარიღი დასახელდა – 4, ან 5 მაისი. რადგან 5 მაისს საქართველო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, გადაწყდა, რომ თამაში შაბათს, 4 მაისს გაიმართება.

საქართველოსა და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებებს თბილისში, "ავჭალაზე" ერთხელ უკვე უთამაშიათ. ეს 2017 წელს მოხდა, როდესაც ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა და მაშინ მეტოქემ 54:0 გაიმარჯვა.

შარშან მაისში, ასევე მოსამზადებელ ეტაპზე, ლადო კილასონიას შეგირდები თბილისში ორჯერ ეთამაშნენ ინგლისს და პირველი, დაძაბულ ბრძოლაში 35:41 დათმეს, მეორეში კი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 40:38.

ინგლისს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ასევე 3-ჯერ აქვს მოგებული (2013, 2014, 2016), 6-ჯერ ფინალში დამარცხდა (2008, 2009, 2011, 2015, 2017, 2018), შარშან კი მე-4 ადგილს დასჯერდა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად 2016 წელს, ალაფის მოგებით მოხვდნენ და მას შემდეგ 12-გუნდა ელიტის წევრები არიან. გუნდმა სამჯერ დაიკავა მე-10 ადგილი, ერთხელ მე-9 პოზიციაზე გავიდა, შარშან კი თასის ნახევარფინალამდე სულ ცოტა დააკლდა და საბოლოოდ აქამდე სარეკორდო, მე-8 ადგილს დასჯერდა.

წლევანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატს შარშანდელის მსგავსად სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს. საქართველო ბ ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასთან და იტალიასთან მოხვდა. ა ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი ითამაშებენ.

Rugby.ge

მაო
ბრწყინვალე სიტყვებია.გაიხარეთ!
სოსო
ყოველდღიურად,ნაბიჯ-ნაბიჯ ვიკავებთ პოზიციებს,მსოფლიოს ელიტისათვის შესატევად.შორს აღარაა ის დღე,როცა ერთი იმათგანი გავხდებით.ამ ბიჭებს უკვე მათ გვერდით მოუწევთ,თამაში და ბრძოლა.მათ უკვე აღავითარი მორიდება აღარ აქვთ,გრანდების მიმართ,რადგან ყოველ მათგანს მოუსინჯეს კბილი და იციან,რომ ყოველ მათგანთან თანაბრად ბრძოლა და გამარჯვებაც შეუძლიათ.მთავარია,ბრძოლა,წინსვლა და განვითარება არ შევწყვიტოთ!ძალიან მაგარი თამაშები გველის და იმის საფუძვლიანი იმედი მაქვს,რომ გამარჯვებითაც გავიხარებთ.საქართველოს გამარჯვებები სჭირდება,ისეთი გამარჯვებები,ერს რომ გააბედნიერებს და საკუთარი თავის,მომავლის რწმენას მოუტანს.როცა საკუთარი თავის, თანამოძმის იმედი და რწმენა გაქვს,გაცილებით იოლია ქვეყნის აშენება და განვითარება.საკუთარი თავის იმედის მქონე ქვეყანა,არც გარედან ვინმე თითის დაქნევაზე დახრის თავს და საკუთარ ინტერესებსაც უკეთესად დაიცავს.ზუსტად ისევე,როგორც რომელიმე სხვა,საკუთარი თავის პატივისმცემელი ქვეყანა.
კოლხიდელი
რა მაგარია?!გაიხარეთ და გაგვახარეთ,ბიჭებო!
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს