"უმცროსი ბორჯღალოსნები" | მე-5 ადგილისთვის საფრანგეთთან

AutoSharing Option
ხვალ, 12 ივლისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების დასკვნით შეხვედრას მე-5 ადგილისთვის, საფრანგეთთან გამართავს.

მატჩი ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

ფრანგებმა ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 42:21 მოუგეს, ინგლისთან 20:29, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან 27:42 დამარცხდნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი თამაში მასპინძელ იტალიასთან 19:36 დათმო, მერე უელსთან ნუგეშის ქულა აიღო – 24:30, ბოლოს კი შოტლანდიას ბონუსით, 55:17 მოუგო.

ბოლო შეხვედრის შემდეგ ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და ფრთაზე თამაშს ლუკა სახელაშვილი იწყებს. შეიცვალა მარცხენა ბურჯი
და კვაჭი – ლეგიონერები სერგი აბრამიშვილი და ნიკა სუთიძე ფრანგების წინააღმდეგ იწყებენ. მეორე ხაზში გუნდის კაპიტანს პაატა გალდავა შეუწყვილდება, სხვა პოზიციებზე კი მოთამაშეები უცვლელად იწყებენ.

20-წლამდელთა 6 ერის ზაფხულის სერიები
12 ივლისი. ტრევიზო. პლეი-ოფი (17:00)
საფრანგეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. გიგი ქურხული (ვეფხვები); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. ბექა გელხვიძე (ლელო), 25. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნუ დაიძაბებით ბიჭებო.თავისუფლად ითამაშეთ და სათამაშო დისციპლინა დაიცავით.თქვენი გამოსვლა,უკვე წარმატებულია და სანერვიულო აღარაფერი გაქვთ.ახლა სიამოვნება მიიღეთ და უფრო უკეთესად გამოგივათ თამაში.წარმატებები.
სოსო
19:51 11-07-2022
1
ჩვენი ნაკრების რამდენიმე მოთამაშე(შერკინება) უკვე თამაშობს ფრანგულ კლუბებში. ასე რომ, მათი ქიციც იციან და ქიცმაცურიც. მიდით ლომებო, მიაწექით ... თავისუფლათ... მეხუთე თუ მეექვსე? ორივეს ერთი ფერი აქვს... მთავარია ვაჟკაცურად ვიომოთ... და კიდევ ერთი დეტალი ბიჭების გასაგონად: მანდ მრავლად იქნებიან ფრანგი სელექციონერები, რომლებიც გაფაციცებიით დააკვირდებიან თამაშს. ასე, რომ თქვენთვის თავის გამოჩენის და მომავალი კარიერული წინსვლის სპორტული პოდიუმიც იქნება... მე ვთხოვ ყველას, მოტივაციის ასამაღლებლად ეს მომენტი ბიჭებს დამატებით უთხრან..
გიორგი-50
00:05 12-07-2022
0