საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ზაფხულის სერიების მეხუთე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან 17:44 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი იტალიასთან და უელსთან დამარცხდა, შოტლანდიას სძლია, B ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, მეხუთე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდა და ქუნთელიას ლელოთი და ხუციშვილის გარდასახვით დაწინაურდა. შემდეგ მეტოქის შეტევები მოიგერიეს და ხუციშვილმა საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. თუმცა, მერე ფრანგებმა ორი ლელო დადეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და წინ გავიდნენ. 38-ე წუთზე აბრამიშვილი გაასინბინეს, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და პირველი ტაიმი 10:17 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა წითელი ბარათი ფრანგ მორაგბეს უჩვენა. მოედანზე აბრამიშვილი დაბრუნდა, რიცხობრივ
უმცირესობაში დარჩენილმა ვიზავიმ კი საჯარიმოთი და ლელოთი ანგარიში 17 ქულამდე გაზარდა. 53-ე წუთზე ფრანგების კიდევ ერთი მოთამაშე გაასინბინეს. ცოტა ხანში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირა. ორკაცნაკლულმა მოწინააღმდეგემ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი გვიპასუხა. 66-ე წუთზე ფრანგებმა შეტევაში ბურთი ჩაგვიჭრეს და სწრაფი კონტრიერიშით ლელო აქეთ დაგვიდეს. ჩვენმა გუნდმა ისევ დაუშვა შეცდომები, მეტოქემ კი ისევ მოახერხა ანგარიშის გაზრდა და გაიმარჯვა კიდეც.

საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ლუკა სახელაშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება:
1. სერგი აბრამიშვილი, 2. ნიკა სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. პაატა გალდავა, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. გიგი ქურხული; 21. კოტე იაშვილი, 22. მატის მოდებაძე, 23. გიორგი ჩიქოვანი, 24. ბექა გელხვიძე, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

2 ლელო:
ქუნთელია, ლ. ციხისთავი

2 გარდასახვა: ხუციშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩვენს თამაშში უამრავი ნაკლის გამოყოფა შეიძლება, მაგრამ ერღადერთს დავწერ: 20 წუთი 13 კაცს ისე ეთამაშებოდნენ გეგონება ჩვენ ვიყავით კაცნაკლულები... სამწუხაროა რომ ამ ფორმაციის 20 წლამდელთა ნაკრებში 21-ე საუკუნის დასაყისის ქართული რაგბის თამაშის ფილოსოფიის და ტაქტიკის მეტი ვერ დანერგეს! ვეთანხმები წინა კომენტარს, ეს ნაკრები დასაშლელია და ახლიდან უნდა ააწყოს ახალმა მწვრთნელმა! ჩვენი რაგბი დინიკაში უნდა ვითარდებოდეს და არა ერთი თამაშის მოგებისთვის ვამზადებდეთ თაობებს! ხო მართლა, ჩვენი 10 ნომერი ვინმე "ბობოლას" შვილია თუ რა ხდება?! ეგ თუ 10-ზე საუკეთესოა მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე
პაატა
12 ივლისი 2022 21:07
0
ამ თამაშის წაგება უფრო ძნელი იუო, ვიდრე მოგება. პირველი ტაიმის ბოლოს რაც გააკეთეს, არც ახსნა აქვს არც გამართლება. ეს კომენტატორევი რო იძახიან, არა უშავსო. რას არა უშავს? 13მა კაცმა 15ს 17 სუფთა ქულა ის3 გაგვიკეტა, რო მეტობა ვერ შევქმენით. ვერც ფორვარდებით ვაჯობეთ, ვერც ხაზით. ამ ხაზიდან რაგბის ვერავინ ვერ ითამაშებს. ასეთი სუსტი ხაზი არცერთ 20წლამდელს არ ყოლია, განსაკუტრებით 9-10-15. კახოიძის თამაში არ მქონდა ნანახი? ეგაა პიკასოს ბიჭი? ქუნთელია, ზაძაზე, შვანგირაძე უკვე გაქაჩავენ ტოპ14ს და პრო დ 2ს.
რეზო
12 ივლისი 2022 22:06
0
ქართულ რაგბიში არაკვალიფიციური მწვრთნელების პრობლემაა
ალეკო
12 ივლისი 2022 20:59
0
მე ათ ნომერზე გავაკეთებდი აქცენტს. ეს არის კატასტროფა.როგორ შეიძლება ყველა ლელოდან იყოს.მე წინსვლას ვერ ვხედავ წინა თამაშებთან შედარებით.
შალვა
13 ივლისი 2022 00:22
0
როცა ბურთი ჰქონდა ძალაუნებურად სულ დაძაბული ვიყავი რამე დამაზიანებელი არ მოემოქმედა. სამხრეთ აფრიკულ ტურნეშიც იგივეს აკეთებდა. მოთამაშის აკვიატება მწვრთნელის მიერ გასაგებია, ფეხბურთსი ვაისი მაგალითიც საკმარისია, მაგრამ ამ დოზით? პირდაპირ მეთოდურად აგებინებდა გუნდს. ნამუსიც კარგი საქონელიოა.
გიორგი
13 ივლისი 2022 15:13
0
შარიქაძე რატომ არ იყო, ან ჟვანია?
გელა
12 ივლისი 2022 23:36
9
ეს ირონიულად იძახი? :დდდ
.-.
12 ივლისი 2022 23:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.