ისტორია დაიწერა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისს მოუგო!

AutoSharing Option
"ავჭალაზე" ჩატარებულ მეორე ტესტ-მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებს 40:38 სძლია.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლადო კილასონიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 36:41 წააგო და დღესაც საინტერესო თამაში იყო. თავიდან მეტოქე 14:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 24:21 მოიგო, საბოლოო გამარჯვება კი ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, ძლიერ მეტოქეს 6 ლელო გაუტანა.

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა! ირლანდიის, შოტლანდიის, არგენტინის და იაპონიის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისი დაამარცხა და სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველო U20 – ინგლისი U20  40:38

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა კობაური (პერპინიანი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 18. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. დიტო ბერაია (ლელო), 24. საბა არჩვაძე (ლელო), 25. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 26. დავით ბერიძე (ლელო), 27. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 28. ანდრო დვალი (ლელო), 29. დავით ვარდანიძე (აია), 30. დავით მჭედლიძე (ტულონი).

6 ლელო: ხუროშვილი, ხუციშვილი, ლომიძე, კოტორაშვილი, დვალი (2)

5 გარდასახვა: ხუციშვილი (4), ხელაძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაგარი ,,თავხედი,, ბიჭები ხართ
ზაზა
01 ივნისი 2023 19:16
2
ეს უკვე ძალიან მაგარიაააა!!!! ყოჩაღ ბიჭებო გენაცვალეთ თქვენ. გილოცავთ.
მადლობა თქვენ ასეთი მაგრები რომ ხართ და გაგვახარეთ. წარმატებას გისურვებთ.
G.LA
01 ივნისი 2023 21:50
1
ძალიან ,,თავხედი,, ბიჭები ხართ
ზაზა
01 ივნისი 2023 19:25
1
ინგლისიც დავამარცხეთ!როგორც წერენ,ინგლისი წელს ვერ არის ფორმაში და არც ეს შემმადგენლობაა საუკეთესო,კიდევ გააძლიერებენ,მაგრამ რაც გინდა იყოს,ეს ინგლისია!არც ჩვენ ვიყავით საუკეთესო შემადგენლობით და მათგან საუკეთესო შემადგენლობების შეკრების შემთხვევაში,მაინც არ ვიქნებით მათთვის იოლი ლუკმა.ეს სულ ცოტა,თორემ ახლა იკვე შიშიც გაგვიქრა და წინასწარ ვერავინ იტყვის,ოფიციალურ ტურნირზე რა მოხდება.ჯერ კიდევ ორი წლის წინ,ამ საიტზე გამართულ მსჯელობაში,ბევრი აღიარებდა,რომ 6 ერის გუნდები,ჩვენზე გაცილებით სანახაობრივ რაგბის თამაშობენ და ამიტომ ჩვენი მათ მარაქაში შეშვება,არასასურველი იქნებოდა.ამ ორი თამაშის შემხედვარე,მგონი ვეღარავინ იტყვის,რომ სანახაობრიობაში,ინგლისელებს რაიმეში ჩამოვრჩებოდით.იმედია,ამას მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავამტკიცებთ და ვაიძულებთ, თავის წრეში ჩვენც შეგვიშვან.ყველას და პირველ რიგში ჩვენ მორაგბეებს,ნაკრების მესვეურებს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას,თუმცა მე,ჩვენი პირველი თამაში უფრო მომეწონა.დღეს,ორივე მხარე,როგორღაც ძალიან იოლად უშვებდა ლელოებს,ჩვენ კი,სულაც მერვე წამზე გავუშვით პირველი ლელო და ალბათ მსოფლიოს ანტირეკორდი დავამყარეთ.ამ ორ თამაშში,არც ერთ მხარეს არ უცდია,კარში დასარტყმელი ჯარიმის კარში დარტყმა.ესე იგი,ორივე მხარე,ანგარიშზე კი არა,თამაშზე ფიქრობდა და წნეხი არ ჰქონდათ.ალბათ სწორედ ამიტომ გამოვიდა ორივე მატჩი,ასე სანახაობრივი.მსოფლიოს ჩემპიონატზე ამის საშუალებას არავინ მოგვცემს და საამისოდ,აქედანვე მზად უნდა ვიყოთ.პირველი ორი ლელო,ვფიქრობ იმიტომ გავიშვით,რომ ინგლისელებმა,პირველივე წამიდან ძალიან სწრაფი თამაში მოგვახვიეს და ჩვენ ამისათვის მზად არ აღმოვჩნდით.კარგი ისაა,რომ მალევე მოვედით გონს და უკვე ინგლისელთა შეცდომებით,ჩვენ ვისარგებლეთ.მესამე და მეოთხე ლელოც,დუბლეტად მივიღეთ და თითქმის ყველა ლელოზე,სისწრაფეს ვერ ავდევდით და იოლ ლელოს ვუშვებდით.მსოფლიოზე მეტოქეები კიდევ უფრო სწრაფად შემოგვიტევენ და დარჩენილი დრო,მაღალ სისწრაფეებზე დაცვის ორგანიზებას უნდა დავუთმოთ.ფაქტია,რომ ძალიან სწრაფი ტემპით ვეწევით ელიტარულ ქვეყნებს და ამ ჩემპიონატში,უკვე იმის მტკიცებაც მოგვიწევს,რომ ჩვენ მათზე არანაკლები ვართ.დღევანდელმა დღემ გვიჩვენა,რომ ამის თქმის საფუძველი,უკვე გვაქვს და ელიტაში თამაშს ვიმსახურებთ.
სოსო
01 ივნისი 2023 23:12
2
მიზანმიმართული, დიდი შრომით მოპოვებული ღირსეული გამარჯვება !!! ბრავო ბიჭებს, ბრავო სამწრთნელო გუნდს, ბრავო გულშემატკივრებს საოცარი ატმოსფეროსთვის !!! ქართული რაგბი სწორ გზაზეა და ბრწყინვალე მომავალი წინ გველოდება !!! საქართველოს გაუმარჯოს !!!
ნიკა
01 ივნისი 2023 18:53
1
გენაცვალეთ მაგ ჯიგარში
Mr.kostaia
01 ივნისი 2023 18:47
1
გენაცვალეთ, ლომებო!
ILIA
01 ივნისი 2023 18:39
0
გენაცვალეთ, ბიჭებო! მჯერა რომ ეს ის თაობაა, რომელიც აუცილებლად და არაერთხელ დაამარცხებს 6 ერის გუნდებს დიდ ნაკრებებშიც და მაგ ტურნირშიც ითამაშებს!
მომავალი
01 ივნისი 2023 21:08
0
ბიჭებს ვულოცავ უდიდეს წარმატებას!! საიტის ავტორს ვთხოვ, ვიდეო დადოს. მადლობა
Solo
01 ივნისი 2023 21:43
0
რაგბი ტვ-ზე 16.00 საათზე,პირდაპირი რეპორტაჟი იყო.შეგიძლია, მაი ვიდეოზე,მთელი მატჩის ჩანაწერი ნახო.
სოსო
01 ივნისი 2023 22:31
0
ანლაიქი ნაცების ფანკლუბის დაწერილია!!!
Carmelo
01 ივნისი 2023 22:32
18
დარწმუნებბული ვარ შენი დაწერილია, მერე ეგ კომენტარი რომ დაგედო
irakli81
02 ივნისი 2023 15:17
3