ისტორია დაიწერა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისს მოუგო!

AutoSharing Option
"ავჭალაზე" ჩატარებულ მეორე ტესტ-მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებს 40:38 სძლია.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლადო კილასონიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 36:41 წააგო და დღესაც საინტერესო თამაში იყო. თავიდან მეტოქე 14:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 24:21 მოიგო, საბოლოო გამარჯვება კი ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, ძლიერ მეტოქეს 6 ლელო გაუტანა.

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა! ირლანდიის, შოტლანდიის, არგენტინის და იაპონიის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისი დაამარცხა და სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველო U20 – ინგლისი U20  40:38

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა კობაური (პერპინიანი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 18. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. დიტო ბერაია (ლელო), 24. საბა არჩვაძე (ლელო), 25. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 26. დავით ბერიძე (ლელო), 27. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 28. ანდრო დვალი (ლელო), 29. დავით ვარდანიძე (აია), 30. დავით მჭედლიძე (ტულონი).

6 ლელო: ხუროშვილი, ხუციშვილი, ლომიძე, კოტორაშვილი, დვალი (2)

5 გარდასახვა: ხუციშვილი (4), ხელაძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
გილოცავთ თ თ თ
rugby
01 ივნისი 2023 19:02
0
ამ ნაცებს მაგრა დაუშინებია ხალხი,ათ წელზე მეტი გავიდა კიდევ ნაცებით აშინებენ ბავშვებს)))€
გიუშა
01 ივნისი 2023 23:00
24
ტიპებს სერიოზული მენტალური პრობლემები აქვთ. :D
კ.მარქსი ფ.ენგელსი
01 ივნისი 2023 23:52
11
გილოცავთ, ერთი შეკითხვა მაქვს, ლელოს გარდა საქართველოში სხვა გუნდი არ არსებობს, დაითველეთ რამდენი მორაგბეა ამ გუნდიდან? 12. დავიჯერო სხვა გუნდებში არ არიან ნიჭიერი მორაგბეები?
დიმიტრი
01 ივნისი 2023 19:10
11
ლელოს ასეთი დომინაცია უსაფუძვლო არ არის, ხაზი იდეალურად თამაშობს სადაც ამ გუნდის 80 პროცენტი ლელოდანაა. აი შარშან აშკარა ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი და თითქმის ყველა ხაზის მოთამაშე ამოვარდნილი იყო ყველანაირი ჩარჩოებიდან, ტკივილი იყო მაგის ყურება და ბევრი მოთამაშე იქნებოდა გაცილებით სუსტი კლუბიდან რომელიც უკეთესად დადებდა შედეგს. წელს მოდი ვაღიაროთ, რომ ლელოს დომინაცია ამ თამაშებიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია და შედარებით მეტი ბიჭიცაა სხვა კლუბებიდან.
._.
01 ივნისი 2023 23:56
2
წარმატებები...
ქუთათური
01 ივნისი 2023 19:01
0
ინგლისელები იმას აბრალებენ წაგებას რომ (ინგლისის) ასაკობრივ ნაკრებში მორაგბეების უმეტესობა ფასიანი სკოლებიდან და აკადემიებიდან არიანო შეკრებილი და უფულო ნიჭიერ მორაგბეებს ყურადღებას არ ვაქცევთო. მოიცა მოიცა მოიცა, მაშინ ეგ მთელი 6 ერიც იგივე "ფასიანი სკოლა" არ გამოდის? ) კომერციული კერძო ტურნირი სადაც მხოლოდ ფულიანები ბურთაობენ და ჩვენ უფულო ქართველებს რომ არ გვიღებენ მთელ ამდენი
თაობების ბრძოლას წყალში რომ გვიყრიან. ძალიან კარგად წააგეს იქნება ისწავლონ ჭკუა მაგითი, თუარადა ის დროც არაა შორს რომ მაინც მოვუგებთ და შევარცხვენთ ისევე როგორც ამ ახალგაზრულში მოვუგეთ ეხლა
scout
02 ივნისი 2023 09:10
0
ეს არის მოვლენა! ეს არის უდიდესი შრომის შედეგი! მიგახვამანთ ბოშეფ ✊
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
02 ივნისი 2023 12:45
2
გილოცავთ და მადლობა დიდი ამ სიხარულისთვის. მსოფლიოზეც გრანდების დამარცხებას ველით. წარმატებები , ნამდვილად კარგი გუნდია ვნახოთ რა შედეგი დაიდება. ვინმემ თუ იცით 4 ნომერი გურამ ღანიაშვილი და 27 ნომერი ლუკა ღანიაშვილი ძმები არიან?
beeq.777
01 ივნისი 2023 21:30
2
შველიძე ...ყოფილი მორაგბის გოდერძი შველიძის ბიჭია ?.
რატი
02 ივნისი 2023 07:25
0
კილასონიას გაწვრთნილი ნაკრებები ბევრად უკეთ თამაშობენ ვიდრე მაისაშვილის ნაკრები
123
02 ივნისი 2023 14:43
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.