ბრწყინვალე გამარჯვება - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინა დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად ისტორიაში! ტიერ 1-ის გუნდი 0-ზე დავამარცხეთ

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, წვიმიან ამინდში არგენტინა 20:0 დაამარცხა, რომელმაც პირველ ტურში იტალიას 43:15 სძლია.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და 14:0 მოიგო - ლელოები ხორბალაძემ და ხონელიძემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ხუციშვილის ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი 20:0 გაიჭრა წინ და მშვიდად მიიყვანა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე. აღსანიშნავია, რომ კილასონიას შეგირდებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში, განსაკუთრებით, ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჯაბნეს.

ჩვენი ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში სამხრეთი აფრიკა
იტალიასთან 26:34 დამარცხდა. C ჯგუფში ოთხივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს, საქართველო კი ბოლო ადგილზეა, რადგან ჯერ ბონუს-ქულა არ მოუპოვებია.

შემდეგ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4 ივლისს იტალიასთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
არგენტინა – საქართველო 0:20

საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მკითხველის კომენტარები / 32 /
მსაჯი მომეწონა სიმპატიური იყო კარგი დგომა ქონდა შერკინების დროს
გუჯა
30 ივნისი 2023 18:03
0
ესეთ უსუსურ არგენტინას ვერც წარმოვიდგენდი!!!
tngh
30 ივნისი 2023 14:10
5
მიუხედავად იმისა რომ მშვენიერი ქალბატონი იყო მსაჯი, ბევრი შეცდომა დაუშვა, ბონუსით მოვიგებდით უეჭველი
რეზო
30 ივნისი 2023 12:05
6
მძლავრი ქართული რაგბის უძლეველობისა იყოს.არის,არის,არის ამის ყველა წინაპირობა!!!
მინდია
30 ივნისი 2023 10:38
0
მადლობა ბიჭებს! პ.ს. ბოლო მომენტი არგენტინას რომ ქონოდა ალბათ გადაამოწმებდნენ.
შეტევა
30 ივნისი 2023 10:21
1
ყოჩაღ, რაგბისტებო!!! ქართულ სპორტში ძალიან დადებითი ძვრებია, იმედია სხვა სფეროებშიც იქნება ცვლილებები და საქართველო ამოვა ამ წუმპიდან. წინ, საქართველო!!!
mamuka09ze
30 ივნისი 2023 09:49
1
ყოჩაღ მთელი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი. კარგია რომ სწორი დასკვნები გამოინტანეს წინა წლის ამა თუ იმ მიზეზების გამო ჩაგდებული 8 ერის ჩემპიონატიდან რომელიც მსოფლიოს გაუქმების გამო ჩატარდა. სწორად შეარჩიეს მოთამაშეები და ბევრი სამუშო გასწიეს. ეს ბიჭებიც თავს არ იშურებენ ქვეყნის სასახელოდ და მხოლოდ გასახარია რომ ასეთი კარგი თავდადებული თაობა მოდის. საუკეთესო სურვილებით გამარჯვებით წინსვლა. ასევე ყველა რაგბის მოყვარულს და მესვეურს. ვულოცავ ჩალანჯ ქაფზე ქართული გუნდის დაშვებას. მალე ყველ კარები შეგვენგრიოს...
simartle
30 ივნისი 2023 06:38
0
ცოტა საფეხბურთო ციებ-ცხელებამ შეგვიპყრო ეს დღეებია ნაგრამ ყოჩაღ ლომებო. ეს უდიდესი გამრჯვებაა ქართული რაგბისათვის. იდეაში, ელიტური სარაგბო ოჯახის კარის მტვრევა სწორედ უმცროსმა ბორჯალოსნება დაიწყეს წლებია უკვე ბიჭები ანგრევენ ბობოლებს და ხან რომელი რომელი ტურნირიდან გარბის თვითონაც ვეღარ გებულოვენ. ეს მსოფლიო აქედან ვერ გაგვექცევიან და აბა თქვენ იცით ლომებო ჩამოიღეთ იტალიის კარიც.თქვენ არ შედრკეთ მაგათ ჩცენთან რომ უკანკაკელებთ მუხლები გასაგები მიზეზევის გამო ეგ თქვენც იცით. ხოდა, თქვენ იცით. საოცარი ბიჭები ხართ. მადლობა
იბერია
30 ივნისი 2023 02:27
1
ჩვენი ნაკრების თამაშზე უკვე ვთქვი,ახლა კი,იმ მოედნებზეც მინდა ვთქვა,სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება.მეგონა,ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონია,დიდებული სტადიონები,დიდებული მინდვრის საფარით ექნებათ მეთქი,მაგრამ მოლოდინები გამიცრუეს.ასე განადგურებულ გაზონზე ასეთი ტურნირის გამართვა,სულ ცოტა,ტურნირის უპატივცემულობას მაინც ნიშნავს.ჩვენ შევძელით ტურნირის კარგ მოედნებზე ჩატარება და სამხრეთ აფრიკას ისეთი რა გაუჭირდა,ჭაობში რომ ათამაშებს,მსოფლიოს საუკეთესო ასაკობრივ ნაკრებებს?
სოსო
30 ივნისი 2023 00:20
0
ეგ იმას ნიშნავს რომ აუცილებელი არაა კარგი მოედნის ქონა ცუდ მინდვრებზეც იზრდებიან მსოფლიოს სარაგბო ვარსკვლავები
რონი
30 ივნისი 2023 09:09
5
ყველა ქეყანას არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი . რაც ქართულ რაგბს გააჩნია (მატერიალური ბაზა) , მხოლოდ იანიშვილის დამსახურებაა და არა სხვისი . სამხრეთ აფრიკა კი არა , ავსტრალია - ბრიტანელები წაიდნენ პირდაღებული , როცა ქართული რაგბის ინფრასტრუქტურა ნახეს , თან არა მარტო თბილისში არამედ რეგიონებშიც.
კახაბერი
30 ივნისი 2023 08:19
1
თვენს გამზრდელ-აღმზრდელებს ვენაცვალე, მადლობააააა..............
საბურთალო
29 ივნისი 2023 23:06
0