"ფეხბურთელებო, გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ" - გამარჯვებული მორაგბეები აფრიკაში საქართველოს სკანდირებენ და თანამემამულეებს ამხნევებენ

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინა 20:0 დაამარცხა, ტურნირზე სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა და თანაც, ტიერ1-ის გუნდი უქულოდ დატოვა.

შორეულ აფრიკაში, წვიმიან ამინდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი მორაგბეები ამაყად სკანდირებდნენ - "საქართველო! საქართველო!"

ნამატჩევს კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა და ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატება აღნიშნა:

"პირველი ტაიმი ძალიან დაგეგმილად წავიდა, გეგმას ძალიან ახლოს გავყევით. ჩვენი ამოცანა იყო, თამაში მაქსიმალურად დაგვეკეტა და მეტოქის ნახევარზე ვყოფილიყავით. ვფიქრობ, მეორე ნახევარშიც მივყვებოდით გეგმას, უბრალოდ იყო მცირე მომენტები, როცა ოდნავ გადავუხვიეთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მიერ კარგად მართული თამაში გამოვიდა, რამაც ძალიან მაგარი შედეგი მოიტანა. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩვენი სტაფით, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა; ყველა იმისი, ვინც ამ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, რაგბის კავშირის და ვინც ჩართული იყო ჩვენ დასახმარებლად.

ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს. თქვენს მხარდაჭერას მაგრად ვგრძნობთ და ფეხბურთელებო, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
მგონი ყინული დაიძრა ქართულ გუნდურ სპორტშიც, თქვენ გენაცვალეთ ჯიშდალოცვილებო,უფალი გფარავდეთ ბიჭებო,გახსოვდეთ, ნებისმიერი გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობისაა დღეს დაჩაგრული ქართველი ერისთვის.
sake
30 ივნისი 2023 23:23
2
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
გეგი
30 ივნისი 2023 19:00
0
მიხარია ქართველები გუნდურ თამაშებში უკვე ასე რომ გაძლიერდნენ, გენაცვალეთ თქვენ ყველას, წარმატებები
კუკურა
30 ივნისი 2023 14:08
0
გილოცავთ ბიჭების უბრწყინვალეს თამაშს არგენტინასთან! მალე ეროვნულ ნაკრებს რაგბის გრანდებივით გრძელი სკამი ექნება, რაც სერიოზული წარმატების საწინდარია!
ამ ტურნირზე საუკეთესო ოთხეულში გასვლა გაგვიჭირდება, რადგან ამისთვის ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. საქმე ისაა რომ სხვაგვარად საუკეთესო მეორეადგილოსანი სავარაუდოდ B ჯგუფიდან გავა. აქ ირლანდიასა და ინგლისს სათითაოდ უკვე 8 ქულა დაუგროვდათ. ირლანდია ფიჯის ეთამაშება და ინგლისი კი ავსტრალიას. ფრეც რომ ითამაშოს ერთერთმა 10 ქულას დააგროვებს და ვერაფრით გადავასწრებთ. მსგავცადაა საქმე A ჯგუფში, სადაც პირველ ადგილზე მყოფ საფრანგეთს უკვე აქვს 10 ქულა. მეორე ადგილზე მყოფ უელსს უკვე 7 ქულა აქვს, ხოლო მესამეზე მყოფ ზელანდიას კი 5. უელსმა რომც წააგოს საფრანგეთთან, ზელანდია იაპონიას ეთამაშება და სავარაუდოდ მოუგებს.
არა უშავს, მომავალი ჩვენია!
გიორგი
30 ივნისი 2023 13:14
0
ძალიან სასიამოვნოა როცა სპორტსმენებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ.
წარმატებები ყველა სახეობას.❤
ქობულეთიდან
30 ივნისი 2023 12:38
0
ყველამ იცის თუ რა იყო რაგბის ერთ-ერთი განმავითარებელი ფაქტორი (და არა ერთადერთი), სტადიონები და ინფრასტრუქტურა, ამიტომ კალათბურთს და ფეხბურთს მსგავსი მხარდაჭერა სჭირდება მეცენატებისგან ან მდიდარი ბიზნესმენებისგან...
ლაშა
30 ივნისი 2023 12:18
1
ჯიგრები ხართ, ა კაცები, როგორ ძმაკაცური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორ უყვართ და აფასებენ ერთმანეთს, ესენი სპორტსაც განავითარებენ და ქვეყანასაც ააშენებენ, ამთთან ერთად მომავლის არ მეშინია
levan
30 ივნისი 2023 11:31
0
სატურნირო მდგომარეობა:
1. არგენტინა - 5 ქულა;
2. იტალია - 5;
3. სამხრეთ აფრიკა - 5;
4. საქართველო - 4.
ბოლო ტურის მატჩი იტალიის ნაკრებთან გვაქვს, რომლის მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ!
ლაშა
30 ივნისი 2023 11:08
4
აქ სხვა სისტემაა. ჯგუფური ტურნირის დამთავრების შემდეგ დგება, საერთო ცხრილი 12 გუნდის ყველა ჯგუფიდან. 1-4 ითამაშებს 1-4 ადგილისათვის 5-8 ადგილისათვის და 9-12 ითამაშებს 9-12 ადგილისათვის. თუ გვინდა რომ 1-4 მოხვედრა იტალიას ბონუს ქულით უნდა მოვიგოთ. ჩვეულებრივ მოგების შემთხვევაშიც გვაქვს ამის შანსი, მაგრამ მაშინ არგენტინა სამხრეთ აფრიკა ფრე უნდა დამთავრდეს და ასევე უელსმა უნდა წააგოს საფრაანგეთან ისე რომ 2 ბონოს ქულა არ აიღოს (4 ლელო). უელსის მოგების შემთხვევაში სამწუხაროდ 1-4 ვერ მოვხვდებით.
ლაშას
30 ივნისი 2023 13:23
0
ჯგუფიდან გასვლა გულისხმობს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას. ამის ერთადერთი შანსი ისაა, რომ ბონუსით მოვუგოთ იტალიას, ხოლო არგენტინამ უბონუსოდ მოუგოს სამხრეთ აფრიკას, ან ფრე ითამაშონ. ყველა სხვა შემთხვევაში ვითამაშებთ 4-8 ადგილების ჯგუფში.
მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ისტორია დაწერეს, გაგიმარჯოთ ქართველებო!
გიორგი
30 ივნისი 2023 13:19
0
ყველა გამოხმაურება
ლადო გურს ქგგალე! შენი კუთხის ღირსეული წარმომადგენელი ხარ! ვულოცავ ბიჭებს! ველით ბრძოლას და გამარჯვებას იტალიელებთან! ბიჭებო,ფეხბურთელებო "აბა ულა" გავაკრათ ბეჭებზე ისრაელი!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
30 ივნისი 2023 10:33
0
გრნაცვალეთ ჯიგარში ბიჭებო. ჰიმს რომ უსმენდი თქვენი შესრულებით გამბურძგნა. მადლობა თქვენ ლომებო. ვამაყობ თქვენით. წარმატებას გისურვებთ, თუმცა ეს 2 თამაში უკვე საკმაოდ წარმატებაა. გამარჯვებას გისურვებთ.
G.LA
30 ივნისი 2023 07:53
1