"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინა 20:0 დაამარცხა, ტურნირზე სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა და თანაც, ტიერ1-ის გუნდი უქულოდ დატოვა.
შორეულ აფრიკაში, წვიმიან ამინდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი მორაგბეები ამაყად სკანდირებდნენ - "საქართველო! საქართველო!"
ნამატჩევს კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა და ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატება აღნიშნა:
"პირველი ტაიმი ძალიან დაგეგმილად წავიდა, გეგმას ძალიან ახლოს გავყევით. ჩვენი ამოცანა იყო, თამაში მაქსიმალურად დაგვეკეტა და მეტოქის ნახევარზე ვყოფილიყავით. ვფიქრობ, მეორე ნახევარშიც მივყვებოდით გეგმას, უბრალოდ იყო მცირე მომენტები, როცა ოდნავ გადავუხვიეთ.
ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს. თქვენს მხარდაჭერას მაგრად ვგრძნობთ და ფეხბურთელებო, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ".