"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინა 20:0 დაამარცხა, ტურნირზე სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა და თანაც, ტიერ1-ის გუნდი უქულოდ დატოვა.
შორეულ აფრიკაში, წვიმიან ამინდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი მორაგბეები ამაყად სკანდირებდნენ - "საქართველო! საქართველო!"
ნამატჩევს კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა და ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატება აღნიშნა:
"პირველი ტაიმი ძალიან დაგეგმილად წავიდა, გეგმას ძალიან ახლოს გავყევით. ჩვენი ამოცანა იყო, თამაში მაქსიმალურად დაგვეკეტა და მეტოქის ნახევარზე ვყოფილიყავით. ვფიქრობ, მეორე ნახევარშიც მივყვებოდით გეგმას, უბრალოდ იყო მცირე მომენტები, როცა ოდნავ გადავუხვიეთ.
ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს. თქვენს მხარდაჭერას მაგრად ვგრძნობთ და ფეხბურთელებო, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ".
ამ ტურნირზე საუკეთესო ოთხეულში გასვლა გაგვიჭირდება, რადგან ამისთვის ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. საქმე ისაა რომ სხვაგვარად საუკეთესო მეორეადგილოსანი სავარაუდოდ B ჯგუფიდან გავა. აქ ირლანდიასა და ინგლისს სათითაოდ უკვე 8 ქულა დაუგროვდათ. ირლანდია ფიჯის ეთამაშება და ინგლისი კი ავსტრალიას. ფრეც რომ ითამაშოს ერთერთმა 10 ქულას დააგროვებს და ვერაფრით გადავასწრებთ. მსგავცადაა საქმე A ჯგუფში, სადაც პირველ ადგილზე მყოფ საფრანგეთს უკვე აქვს 10 ქულა. მეორე ადგილზე მყოფ უელსს უკვე 7 ქულა აქვს, ხოლო მესამეზე მყოფ ზელანდიას კი 5. უელსმა რომც წააგოს საფრანგეთთან, ზელანდია იაპონიას ეთამაშება და სავარაუდოდ მოუგებს.
არა უშავს, მომავალი ჩვენია!
წარმატებები ყველა სახეობას.❤
1. არგენტინა - 5 ქულა;
2. იტალია - 5;
3. სამხრეთ აფრიკა - 5;
4. საქართველო - 4.
ბოლო ტურის მატჩი იტალიის ნაკრებთან გვაქვს, რომლის მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ!
მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ისტორია დაწერეს, გაგიმარჯოთ ქართველებო!