"ფეხბურთელებო, გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ" - გამარჯვებული მორაგბეები აფრიკაში საქართველოს სკანდირებენ და თანამემამულეებს ამხნევებენ

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინა 20:0 დაამარცხა, ტურნირზე სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა და თანაც, ტიერ1-ის გუნდი უქულოდ დატოვა.

შორეულ აფრიკაში, წვიმიან ამინდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი მორაგბეები ამაყად სკანდირებდნენ - "საქართველო! საქართველო!"

ნამატჩევს კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა და ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატება აღნიშნა:

"პირველი ტაიმი ძალიან დაგეგმილად წავიდა, გეგმას ძალიან ახლოს გავყევით. ჩვენი ამოცანა იყო, თამაში მაქსიმალურად დაგვეკეტა და მეტოქის ნახევარზე ვყოფილიყავით. ვფიქრობ, მეორე ნახევარშიც მივყვებოდით გეგმას, უბრალოდ იყო მცირე მომენტები, როცა ოდნავ გადავუხვიეთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მიერ კარგად მართული თამაში გამოვიდა, რამაც ძალიან მაგარი შედეგი მოიტანა. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩვენი სტაფით, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა; ყველა იმისი, ვინც ამ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, რაგბის კავშირის და ვინც ჩართული იყო ჩვენ დასახმარებლად.

ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს. თქვენს მხარდაჭერას მაგრად ვგრძნობთ და ფეხბურთელებო, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ლადო ჯიგარიხარ, ბიჭებო ჯიგრები ხართ, მეამაყებით იცოდეთ არააქვს მნიშვნელობა როგორ მორჩება ეს ტურნირი, პირველ ორ ტურში რაც თქვენ ქენით რთულია ამის დავიწყება ჯერ მარტო ჰიმნი როგორ იმღერეთ, სხვანაირად მოძრაობდა სისხლი. უმაგრესი ბიჭები ხართ. დედასვფიცავარ ჯგუფში ალალია ჩვენთვის პირველი ადგილი და გული მწყდება აფრიკასთან წაგების გამო მაგრამ არაუშავს
საქართველო
01:31 30-06-2023
0
ჯიგრები ხართ, ა კაცები, როგორ ძმაკაცური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორ უყვართ და აფასებენ ერთმანეთს, ესენი სპორტსაც განავითარებენ და ქვეყანასაც ააშენებენ, ამთთან ერთად მომავლის არ მეშინია
levan
11:31 30-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.