ბრავო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალია დაჯაბნა, ბონუს ქულით დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიას დაუპირისპირდა და ბონუს ქულით 30:17 დაამარცხა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენს გამარჯვებაში აისახა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირეს, ნახევარფინალში გასვლის ამბავი კი მათი კონკურენტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენს გუნდს მინიმუმ მე-5-8 ადგილებისთვის თამაში გარანტირებული აქვს, აქამდე საუკეთესო შედეგი კი მე-9 ადგილი იყო, რომელიც 2018 წლით თარიღდება.

რაც შეეხება უშუალოდ ნახევარფინალში გასვლას... C ჯგუფში ამ დროისთვის პირველ ადგილზე
ვიმყოფებით და თუ ჩვენს ჯგუფში დღეს სამხრეთ აფრიკა და არგენტინა ფრეს ითამაშებენ, ეს ასეც დარჩება და ლიდერობას შევინარჩუნებთ.

კიდევ ერთი ვარიანტი, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავდივართ, არის ის, რომ არგენტინამ გაიმარჯვოს, მაგრამ ბონუს ქულით ვერა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, მეორე ტურში კი ჩვენმა მორაგბეებმა არგენტინას 20:0 სძლიეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
იტალია – საქართველო 17:30
საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მკითხველის კომენტარები / 56 /
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, ძაან მაგარი ნაკრები მოდის.. მგონი ეროვნულზე უკეთესადაც თამაშობენ, მომავალი ამ ბიჭებისაა
papai
15:17 04-07-2023
0
ფეხბურთელებისგან განსხვავებით მორაგბეებმა იციან მოსაგები თამაშის მოგება! გენეცვალეთ თქვენა!!!
hermano72
15:20 04-07-2023
3