სამხრეთ აფრიკამ მოიგო - საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 24:16 დაამარცხა.

პირველი ტაიმი არგენტინამ უკეთ ჩაატარა და 16:7 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები მიეძალნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შედეგად, С ჯგუფში პირველ ადგილზე სამხრეთი აფრიკა გავიდა, მეორეზე კი - საქართველო.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, არგენტინას 20:0, იტალიას კი 30:17 სძლია და V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, რაც დიდი მიღწევაა. აქამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო (2018 წელს).

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ მორალს გულისტკივილი ქვია.მართლა ფანტასტიკურად მომზადებულ ნაკრებს ახლა შეიძლებოდა ნახევარფინალში ეთამაშა.ორი დადებული ლელოს შემდეგ ზედიზედ ორი ჯარიმის კარებში დარტყმა ჩემთვის გაუგებარია.
ამაშია საქმე
05 ივლისი 2023 19:07
1
მადლობა ბიჭებს, მადლობა რომ ამ დღეს მოგვასწრეს და გრანდებს ტოლსწორად ეთამაშებიან, თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე და ნათელი მომავალი, ყველაფერი ერთად არ მიიღწევა, კარგია მასე გააგრძელეთ და ნაბიჯ ნაბიჯ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით.. მადლობა ყველას ვინც საქართველოს ნებისმიერ წინსვლაში იღებს მონაწილეობას...
o.k.
05 ივლისი 2023 16:51
0
ლომები ხართ, სადამდე ასწიეთ თამასა, ეს მაქსიმუმია,უფრო მაღლა ჩემპიონობაა!!! საუკეთესო გუნდი და საუკეთესო შედეგი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ( და არა მხოლოდ რაგბიში)
rigiti
05 ივლისი 2023 15:35
0
მაგარი გულდასაწყვეტია მწვრთვნელების საქციელი არგენტინასთან თამაშში როდესაც 14-0-ს ვიგებდით რატომ დაარტყმევინეს ჯარიმები და ბონუს ლელოებზე არ ათამაშეს,მითუმეტეს შერკინებაში განადგურებული გვყავდა.ასე კარგად მომზადებული ნაკრები და მშიშარა ტაქტიკა.ასეთი შანსი გავუშვით ხელიდან.
ამაშია საქმე
05 ივლისი 2023 13:26
7
არ ვიცი როგორი მორალით შეიძლება ამ მწვრთნელების დასაყვედურება და მათ მიმართ ეგეთი ლექსიკის გამოყენება. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, გუნდმა (იგულისხმება მთლიანად) აბსოლუტურად გამართულად ითამა და რაც შეეძლოთ იმაზე მეტად დაიხარჯნენ. ჩვენ დღევანდელი მოცემულობით, იმის გათვალისწინებით რა გამოცდილება(ისტორია) გვაქვს ოცწლამდელებში, შესაძლებლობების ზედა ზღვარზე ვართ და კიდევ წინ წავალთ. რაც მთავარია ეს ყველაფერი (ანუ განვითარება) უწყვეტი პროცესია და მომავალი წლის ჩვენი შეასძლებლობების თამასა გაცილებით მაღალი იქნება.
რამაზ
05 ივლისი 2023 16:13
0
ცდები მეგობარო, არგენტინისათვის ბუნუსით რომ მოგვეგო, ჩვენ გავიდოდით 1 ადგილზე და არა სამხრეთ აფრიკა.
მაგრამ მე არავის არ ვაკრიტკებ.
გიო-ს
05 ივლისი 2023 15:44
1
ყველა გამოხმაურება
რა უცნაური მოდელია, წესიერად დაელაგებინათ, პრემიუმ ქულა არა იხვი, ჩვენ გვეკუთვნოდა გასვლა!
ლადო
05 ივლისი 2023 10:50
3
რაგბზე წარმოდგენა გაქვთ?
ლადო-ს
05 ივლისი 2023 12:48
1
au ramxela migcevaa lagbi cveni tamashia
Simartle
05 ივლისი 2023 09:56
3
ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ჩატარებულმა თამაშებმა დაგვარწმუნა,რომ საქართველოს დღევანდელი ახალგაზრდული ნაკრები,ყველა წინა ფორმაციაზე ძლიერი იყო და ჩემპიონატის მიმდინარეობამ,მხოლოდ დაადასტურა,ეს აზრი.დავამარცხეთ იტალია,არგენტინა და აფრიკასთან ისეთი თამაში წავაგეთ,რომელიც ცოტა მეტი გამოცდილების პირობებში,აუცილებლად ბონუსით მოსაგები იყო.მოახლოებული გამარჯვების ეიფორიამ დაგვღუპა,თუ დაღუპვაში,ნახევარფინალში ვერ გასვლას ვიგულისხმებთ.ახლა,5-8 ადგილებისათვის ბრძოლა მოგვიწევს და არც მანდ გვყავს,ნაკლები მეტოქეები,თუმცა ჩვენც უკვე ვიცით,რომ ნებისმიერი მათგანის დამარცხება შეგვიძლია.დავამარცხებთ კიდეც!დღეს თუ რაიმე კიდევ არ გამოგვივა,ხვალ აუცილებლად დავამარცხებთ!თქვენ უკვე დაწერეთ საქაქრთველოს 20 წლამდელთა რაგბის ნაკრების ისტორია და შეგიძლიათ,კიდევ ორი სასახელო ფურცელი შემატოთ,ამ ისტორიას.კარგ თამაშს და გამარჯვებებს გისურვებთ,ბიჭებო!გაიხარეთ და გაგვახარეთ!
სოსო
05 ივლისი 2023 08:20
0
აუ რა ცოტა დაგვაკლდა ნახევარფინალამდე, დასანანია, მაგრამ ბიჭებმა განწყობა არ უნდა გაიფუჭონ, მაგარი კაცები არიან და მეხუთე ადგილისთვის კვლავ შემართებით იბრძოლონ, მაგარი შედეგია ნამდვილად!
ქორ-პარიკმახერი
05 ივლისი 2023 08:17
0
1-4 ადგილებისთვის ინგლისი-საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა- ირლანდია. 5-8 ადგილებისთვის ავსტრალია-ახალი ზელანდია, საქართველო-უელსი. როგორი ანონსია?
გია პაპა
05 ივლისი 2023 07:33
0
არაფერში ბედი არ გვაქვს რა იქით ფეხბურთში გაწბილება და ეხლა ესეც @ ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს ! არადა რა ახლოს ვიყავით სამხრეთ აფრიკასთან მოგებასთან ! იმათ კაცი რომ გაუძევეს იმის მერე წავაგეთ პარადოქსია !@@@
zura222
05 ივლისი 2023 04:39
2