სამხრეთ აფრიკამ მოიგო - საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 24:16 დაამარცხა.

პირველი ტაიმი არგენტინამ უკეთ ჩაატარა და 16:7 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები მიეძალნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შედეგად, С ჯგუფში პირველ ადგილზე სამხრეთი აფრიკა გავიდა, მეორეზე კი - საქართველო.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, არგენტინას 20:0, იტალიას კი 30:17 სძლია და V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, რაც დიდი მიღწევაა. აქამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო (2018 წელს).

მკითხველის კომენტარები / 17 /
შესანიშნავი ნაკრები გვყავს, ფიზიკურად ძლიერები, სწრაფები, ჯანიანები, გრანდებთან ტოლ-სწორად მოთამაშენი. მათ რომ ვუყურებ, გული სიამაყით მევსება. წარმატების ფორმულა და მეთოდები ნაპოვნია. მგონია, რომ სამხრეთ აფრიკასთან მარცხი გამოუცდელობის ბრალი იყო. არგენტინასთან ისეთი შთაბეწდილება დამრჩა, თითქოს ცალი ხელით მოიგესო და ბონუს ქულის აღება თავისუფლად შეეძლოთ. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები მრავალს გამარჯვებას გვაჩუქებენ. მომავალი მსოფლიო ჩემპიონები.
თენგაბი
03:29 05-07-2023
0
ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ჩატარებულმა თამაშებმა დაგვარწმუნა,რომ საქართველოს დღევანდელი ახალგაზრდული ნაკრები,ყველა წინა ფორმაციაზე ძლიერი იყო და ჩემპიონატის მიმდინარეობამ,მხოლოდ დაადასტურა,ეს აზრი.დავამარცხეთ იტალია,არგენტინა და აფრიკასთან ისეთი თამაში წავაგეთ,რომელიც ცოტა მეტი გამოცდილების პირობებში,აუცილებლად ბონუსით მოსაგები იყო.მოახლოებული გამარჯვების ეიფორიამ დაგვღუპა,თუ დაღუპვაში,ნახევარფინალში ვერ გასვლას ვიგულისხმებთ.ახლა,5-8 ადგილებისათვის ბრძოლა მოგვიწევს და არც მანდ გვყავს,ნაკლები მეტოქეები,თუმცა ჩვენც უკვე ვიცით,რომ ნებისმიერი მათგანის დამარცხება შეგვიძლია.დავამარცხებთ კიდეც!დღეს თუ რაიმე კიდევ არ გამოგვივა,ხვალ აუცილებლად დავამარცხებთ!თქვენ უკვე დაწერეთ საქაქრთველოს 20 წლამდელთა რაგბის ნაკრების ისტორია და შეგიძლიათ,კიდევ ორი სასახელო ფურცელი შემატოთ,ამ ისტორიას.კარგ თამაშს და გამარჯვებებს გისურვებთ,ბიჭებო!გაიხარეთ და გაგვახარეთ!
სოსო
08:20 05-07-2023
0