"უმცროსი ბორჯღალოსნები" | ხუთი ცვლილება და სამი ახალი მორაგბე უელსთან

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა უელსთან 9 ივლისს გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომლებსაც 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშიათ.

იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, რამაც მე-5 ადგილის ნახევარფინალში გაგვიყვანა, სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე პირველად ითამაშებს სერგო აბრამიშვილი. როტაციის პრინციპით კვაჭებმა ადგილები გაცვალეს და თამაშს თამაზ ჭამიაშვილი დაიწყებს, ხოლო მარჯვენა ბურჯი კვლავ ირაკლი აფციაური იქნება, რომელიც იტალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

უცვლელია მეორე ხაზი – გურამ ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე,
ხოლო მესამე ხაზში ერთი ცვლილებაა. სამეული პირველად შეიცვალა და სასტარტოში თორნიკე ღანიაშვილს ვიხილავთ, გუნდის კაპიტანი ლაშა ციხისთავი შერკინების შემკვრელად გადაინაცვლებს, რატი ზაზაძე კი კვლავ თავის პოზიციაზეა.

20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად, 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს იწყებს ალექსანდრე ჯიღაური, რომელიც პეტრე ხუციშვილს შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა ცენტრში და ამჯერად ნიკოლას რაგოევისა და თორნიკე კახოიძის დუეტს ვიხილავთ. ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს შალვა აფციაურმა და ლუკა ხორბალაძემ, ფულბეკი კი ლუკა ცირეკიძეა.

მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ბასა ხონელიძემ და ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, ასევე 9 ნომერმა დავით ხუროშვილმა. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნა მეორეხაზელმა გიორგი გერგედავამ. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დავით მჭედლიძეს ვიხილავთ, მესამე ხაზში დავით ბერიძეს, ხაზში კი გელა ხელაძე და ლუკა კობაური შევლენ. ბერიძე და კობაური 23-კაციან განაცხადში პირველად არიან.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში "უმცროსი ბორჯღალოსნები" უელსელ თანატოლებს 9 ივლისს, საქართველოს დროით 18 საათზე შეხვდებიან. გამარჯვებული გუნდი 14 ივლისს ახალი ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს ეთამაშება, ხოლო წყვილებს შორის დამარცხებულები მე-7 პოზიციისთვის იბრძოლებენ.

„სამწუხაროა რომ 1 ბონუს-ქულის გამო თასის ნახევარფინალში ვერ მოვხვდით. მიუხედავად ამისა, ჩვენი ბიჭებით ამაყები უნდა ვიყოთ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, ყველა ვარჯიშზე თუ ვიდეო-ანალიზზე ბოლომდე იხარჯებიან, რაც აისახება კიდეც გუნდში არსებულ სიტუაციასა და შედეგზე. რაც შეეხება მომავალ მეტოქე უელსს, ის შეკრული, ხასიათიანი და მებრძოლი გუნდია, რომელიც სწრაფი და გაშლილი რაგბის მიმდევარია“ – ამბობს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
V-VIII ადგილის ნახევარფინალი
9 ივლისი. კვირა. 18:00 საქ. დრო
პარლი. „გიმნაზიუმი“
საქართველო – უელსი
საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 8. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. დავით ბერიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კობაური (პერპინიანი).

მთავარი მწვრთნელი:
ლადო კილასონია

ახალი ზელანდია – ავსტრალია 16:00 საქ. დრო

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
გაიკარონ 6 ც და 7 ერიც, მოვა დრო ტან ზალიან მალე აქეტ სჰეგვეხვეცებიან,ტქვენ სჰემოგევლეტ ცჰვენო საამაკო სჰვილებო, უპალი იკოს ტქვენი მპარველი.
mokled da konkretulad
09 ივლისი 2023 11:03
0
ეს ის შემთხვევაა როდესაც შეგვიძლია ჩვენი თავით ვიამაყოთ მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ გვაყვს ასეთი ნაკრები. მადლობა ბიჭებო ამისათვის!
Irakli
08 ივლისი 2023 23:28
0
ჯიგრები,ჟილკიანები კვადრატში. მადლობა..................
საბურთალო
08 ივლისი 2023 17:49
0
რამდრნადაც კარგი სპორტია რაგბი, იმდენად საზიზღარი ორგანიზაცია მართავს " მსოფლიო რაგბი". მასონებმა დაუშვეს ქალები ლოჟებში და ამათ ჩვენ რომ 6 ერზე დაგვიშვან რა გახდა? ამ ასაკში მაინც! რამე გვაქვს კიდევ დასამტკიცებელი? ის თამაში აფრრიკასთან მოსაგები იყო და რომ არა გამოცდილების უქონლობა ( მადლობა " მსოფლიო რაგბის") ეგრეც იქნებოდა. როგორ მინდოდა ბონუსი 1 ქულა მაინც! ტურმე სად ფამოგვადგებოდა(((( იმ თამაშში უქულობა ძაან საცოდაობა იყო. ამ ყველაფერს თვითონ ტურნირის იდიოტური სისტემაც ემატება. დაამატე რა 4 გუბდი და გაიყვანე ადამიანურად 2-2 ნახევარფინალებში! ამ სიტუაციაში ერთი მახარებს -ზელანდიასთან თამაშის და მოგების პერსპექტივა. არ მინდოდა უელსი. ზელანდი-ავსტრალიის მიყოლება ისეთი საქმეა, ნახევარფინალსაც აჯობებს) ეს აფრიკა კიდევ არ იმსახურებს არაფერს. სახლში საქართველოსთან და არგენტინასთან რომ ძლივს მოიგებ და იტალიასთან წააგებ, არ იმსახურებ ნახევარფინალს. სერგო აბრამიშვილი ძაან გამიხარდა. სად იყო აქამდე? დიდებშიც ხო იყო გამოძახებული
ზურა
08 ივლისი 2023 17:38
0
პირველად, 80-ების შემდეგ ვნახე ჩვენი გუნდი, რომელიც თამაშობს პირველ ნომრად. დიდი მადლობა მშობლებიდან დაწყებული, ვისაც წვლილი მიუძღვის თქვენს სპორტულ ჩამოყალიბებაში. გისურვებთ პირად ბედნიერებას! ზოგიერთი ავტორი ამ საიტზე, ფეხბურთის თემაზე ჭორაობას რომ არ ეშვება, ჯობს ჩვენს შესანიშნავ რაგბის ვაჟკაცებზე მოგვითხროთ.
გიორგი
08 ივლისი 2023 14:57
0
ჩვენ უკვე ვამაყობთ თქვენით, მოგვეცით მეტით ამაყობის მიზეზი. წინ ქართველებო.
ჟორა
08 ივლისი 2023 10:25
0
ყოჩაღად ბიჭებო!თქვენ,ყველაფერი შეგიძლიათ!
სოსო
08 ივლისი 2023 09:06
0
თქვენი თავდადების წყალი გადასხმოდეთ კალათბურთელებს, ფეხბურთელებს თავიანთი ლეგიონერებით და ჩვენც გვესწავლოს თქვენგან... ქედს ვიხრი თქვენს წინაშე...
გიორგი 50
08 ივლისი 2023 08:57
0
თქვენ უკვე იმ დონეზე აწიეთ თამასა, ისე მიგვაჩვიეთ გრანდების რბევას რომ მხოლოდ გამარჯვებას ველით, უკვე თვითონ ხართ გრანდი. ყველა აღნიშნავს რომ უელსთან ფავორიტები თქვენ ხართ. წარმატებები ბიჭებო "ლომებო"
rigiti
07 ივლისი 2023 22:50
1
აბა თქვენ იცით ბიჭებო, სულით და გულით თქვენთან ვართ! ისე მეხუთე ადგილი ძალიან მაგარი იქნება :)) (იმ ერთ ბონუს ქულას რა ვუთხარი)
lexsen
07 ივლისი 2023 20:19
0