"უმცროსი ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა და მეშვიდე ადგილისთვის ახალ ზელანდიას შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები უელსთან 21:40 დამარცხდა

ატალახებულ მოედანზე უპირატესობას თავიდანვე ჩვენი გუნდი დაეუფლა, რომელიც ხუციშვილის ორი საჯარიმოთი დაწინაურდა. თამაში სრულად კილასონიას შეგირდების კარნახით მიმდინარეობდა და მეტოქემ ქართველთა ნახევარზე გადმოსვლა მხოლოდ 24-ე წუთზე მოახერხა, რის შემდეგაც ინიციატივა ხელთ იგდო, სამჯერ საჯარიმოზე უარი თქვეს და მოგვეძალენ. 36-ე წუთზე მსაჯმა კახოიძე გაასინბინა და უელსი ლელო-გარდასახვით წინ გავიდა. ამას ჩვენი გუნდის შეტევა მოჰყვა, რომელიც ბოლო მომენტში შედეგიანად ვერ დაგვირგვინდა და პირველი ტაიმი 6:7 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში
მოწინააღმდეგემ ლელოთი და გარდასახვით ანგარიში 14:6 გახადა. საპასუხო იერიშისას შეცვლაზე შესულმა მამაიაშვილმა ლელოთი უპასუხა, ხუციშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა. თუმცა, ჩვენი შეცდომებით უელსს ორი ლელო ვაჩუქეთ და ზუსტადაც გარდასახეს. 65-ე ვიზავის მორაგბე ჰენესი გაასინბინეს, მოედანზე დაბრუნებულმა ჭამიაშვილმა ლელო გაიტანა, ხუციშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და ანგარიში 16:26 გახდა. სამწუხაროდ, მეტოქემ ცოტა ხანში ანგარიშის გაზრდა შეძლო და მატჩის ბედიც გადაწყდა. დარჩენილ დროში კახოიძის და უელსის ლელო ვიხილეთ და შეხვედრაც დასრულდა.

14 ივლისს მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, რომელიც დღეს ავსტრალიასთან 35:44 დამარცხდა.

პარლი. „გიმნაზიუმი“
საქართველო – უელსი 21:40
საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 8. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. დავით ბერიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კობაური (პერპინიანი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მკითხველის კომენტარები / 17 /
არ იყო წასაგები
ალეკო
20:22 09-07-2023
6
რაგბის ყველა ტურნირი (მსოფლიო თასის გარდა) კატასრტოფულად მდარე ხარისხის ორგანიზებისაა. ასევე გაუგებარია ( საერთოდ ქვეყნების დონეებად დაყოფის გარდა) როგორ შეიძლება ერთ სპორტში სხვადასხვა ტურნირში ქულები და ბონუსები სხვადასხვანაირად ითვლებოდეს?!!! ერთი ბონუსქულის გამო ვიბძვით მეშვიდე ადგილისთვის, როდესაც შეგვეძლო 1სთვის გვებრძოლა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს- სამხრეთ აფრიკას სირცხვილის სირცხვილი! არასარაგბო ქვეყანას უკეთ მოახერხებდა ტურნირის ორგანიზებას (მაგალითად პოლონეთი სოპოტში) . ასეთ პირობებში თამშიც ჩატარება დანაშაულია. ჩვენ გუნდს ეტყობოდა, რომ უკიდურესად გადაღლილია. მეტი არაფერი. უელსი ჩვენზე კარი გუნდი არ არის. თუ ვინმე კითხულობს ამას, ვისაც ხელეწიფება, იქნებ გავაძლიეროთ წორლდრაგბიზე და 6 ერზე ზეწოლა, რომ ამ ასაკობრივში მაინც გაზარდონ 7-8 ერამდე, რაც იყო უკვე და ბოლო წამს გაგვიუქმეს. ბიჭებო, დიდი მადლობა. თქვენ უკვე ჩემპიონები ხართ! კარგად დაისვენეთ და ოლ ბლექსთან თამაშით ისიამოვნეთ!
რეზო
21:00 09-07-2023
4