ლადო კილასონია: დისციპლინა დაგვერღვა და უელსმა ამით ისარგებლა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსთან 21:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა:

"პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ტაქტიკურად სწორად ვთამაშობდით და ამან შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ სათამაშო დისციპლინა დაგვერღვა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის მაღალი დონის გუნდმა. მათ არაფერი დაგვითმეს და დღეს ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ახლა უნდა დავისვენოთ, გვექნება ვიდეოანალიზი და უნდა მოვემზადოთ ახალ ზელანდიასთან თამაშისთვის".

მკითხველის კომენტარები / 9 /
გახარებული ვარ!აჰა,ამასაც მოვესწარი!წავაგეთ,მაგრამ ძლივს,ყველა კომენტარი,რაც ამ სტატიაზეა დადებული,აზრიანი და არგუმენტირებულია.ყველა ცდილობს,სამართლიანი,გულშემატკივრული და ობიექტური პოსტი დაწეროს.ნეტავი მუდამ ასე ხდებოდეს!
სოსო
12 ივლისი 2023 13:52
0
გარდამტეხი მომენტი იყო პირველი ტაიმის ბოლო, სულ ბოლო, როდესაც შერკინების მაგივრად აუტი ავირთიეთ და სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ ბურთი.

ალბათ უარი ითქვა შერკინებაზე ტალახის გამო, მაგრამ მაინც მგონია (ეს ჩემი აზრია), რომ შერკინება იმ მომენტში დალელოვდებოდა. თუმცა აბა წინმსწრებად ვინ წარმოიდგენდა
ლევანი
10 ივლისი 2023 18:52
1
ტრადიციულად, ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, ბარაქალა! ამ მატჩმა მეტი უნდა ასწავლოს ჩვენს გუნდს, ვიდრე მოგებამ. აშკარა იყო კლასში განსხვავება, ანუ ჩვენებმა შანსები გაანიავეს, ხოლო უელსელებმა არც ერთი შეცდომა არ გვაპატიეს. არა უშავს, მომავალი ჩვენია.
გიორგი
10 ივლისი 2023 18:32
1
ობიექტური შეფასებაა და ამიტომ ამ მწვრთნელის იმედიც მაქვს და ბიჭებისაც რომ თამაშს გააუმჯობესებენ. ის რაც ქნეს უკვე გმირობის ტოლფასია. ფაქტიურად მსოფლიო რაგბი რასაც აკეთებს ჩვენ რაგბის წინვლის შეფერხების მცდელობაა, და მაინც ბიჭები აუმჯობესებენ შედეგებს.
გიორგი
10 ივლისი 2023 17:09
1
მაგარი გუნდი გვყავს, კარგ მოედანზე მოვიგებდით, ესენი სულ ასეთ ამინდში თამაშობენ. ამ ბიჭებს რომ ვუყურებ, ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია.
ბმბ
10 ივლისი 2023 14:46
0
ნუ, ბრმა უნდა იყო რომ ამხელა პროგრესი ვერ დაინახო ჩვენი ნაკრების თამაშში და ამის უპირველესი მიზეზი რა თქმა უნდა მწვრთნელია, მადლობა მას და ბიჭებს ამ დონეზე თამაშისთვის ( უკვე საჩემპიონო ნახევარფინალის ამბიციაც გაგვიჩნდა), მაგრამ უელსთან მარცხის მიზეზი მეტწილად მწვრთნელის გამოა ჩემი აზრით! პირველ ნახევარში უკეთესადაც კი გამოვიყურებოდით მეტოქეზე, აი მეორე ნახევარს კი... მწვრთნელები იგებენ როგორც საყოველთაოდ ცნობილია! ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელიც და გუნდიც ერთად იზრდებიან. დიდი მადლობა ამხელა სიხარულის მონიჭებისთვის...
rigiti
10 ივლისი 2023 10:14
1
ამ მწვრთნელის ინტერვიუს მოვუსმინე, პირველად მოახდინა ჩემზე ქართველმა მწვრთნელმა დადებითი შთაბეჭდილება. ეტყობა კვალიფიცირებული მწვრთნელია.
semi
10 ივლისი 2023 09:48
0
მომეჩვენა რომ უელსს უფრო კარგად ჰქონდა ჩვენი თამაში და ჩვენი ძლიერი მხარეები შესწავლილი ვიდრე ჩვენ მოწინააღმდეგის. ალბათ ნეიტრალური დამკვირვებელი ამ კონკრეტულ თამაშში მოწინააღმდეგის სამწვრთნელო ნაღვაწს უფრო მეტად დააფასებდა ვიდრე ჩვენსას. ჩემპიონატს უელსმა ჩვენზე არანაკლებად შეახარჯა ენერგია, უბრალოდ ამ თამაშისთვის მენტალურად (და არა ფიზიკურად) ჩვენზე ძლიერად და მომზადებულად გამოიყურებოდნენ. მენტალურ გადაღლილობასაც თავისებური აღდგენა სჭირდება... ფაქტია ამ ჩემპიონატზე მწვრთნელებიც სასარგებლო გამოცდილებას იღებენ - ჩვენ ხომ ამ დონეზე (პირობითად "საჩემპიონო დონე") თამაშის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა. ვნახოთ ზელანდიასთან თამაში როგორ განვითარდება. იმედია თუ უელსთან ფავორიტებად მივიჩნეოდით და დავმარცხდით, ზელანდიასთან პირიქით იქნება და გავიმარჯვებთ.
და ზემოდთქმულის მიუხედავად, სასაყვედუროდ არც მწვრთნელების და არც ბიჭების მიმართ სიტყვა არ და ვერ მომიბრუნდება. პირიქით, დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის და ბოლომდე დახარჯვისთვის. დღეს ესაა მოცემულობა და ზუსტად ეს დღევანდელი მოცემულობა ხვალინდელი და ზეგინდელი (დღევანდელზე უფრო დიდი) წარმატებების იმედს იძლევა.
რამაზ
10 ივლისი 2023 06:42
0
მართალია. ჩვენ უბრალოდ მადა ჭამაში მოგვდის და ამიტომ სხვანაირად გვეჩვენება - არგენტინას მოვუგეთ და გვეგონა , უელსსაც მივაყოლებდით. მაგ უელსმა ზელანდიას მოუგო, რომელიც მართალია, აშკარად ვერ არის წესრიგში, მაგრამ მაინც ზელანდიაა
: )))))))
10 ივლისი 2023 10:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.