ასაკობრივი ნაკრები

ლადო კილასონია: დისციპლინა დაგვერღვა და უელსმა ამით ისარგებლა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსთან 21:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა:

"პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ტაქტიკურად სწორად ვთამაშობდით და ამან შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ სათამაშო დისციპლინა დაგვერღვა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის მაღალი დონის გუნდმა. მათ არაფერი დაგვითმეს და დღეს ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ახლა უნდა დავისვენოთ, გვექნება ვიდეოანალიზი და უნდა მოვემზადოთ ახალ ზელანდიასთან თამაშისთვის".